FM97.5 / LIVE

ბაკურიანში საფეხმავლო და ველობილიკის მოწყობა იგეგმება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.01.2017
მიმდინარე წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ბაკურიანში საფეხმავლო და ველო ბილიკი მოეწყობა. აღნიშნული პროექტისთვის 902 300 ლარია გათვალისწინებული.

ბაკურიანში საფეხმავლო და ველობილიკის მოწყობა იგეგმება

საფეხმავლო და ველობილიკი დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ნაწილში, წრიული საავტომობილო გზის მიმდებარედ მოწყობა. ბილიკის საერთო სიგრძე 2 721 მეტრი იქნება ხოლო საერთო ფართი - 7000 კვადრატული მეტრი.

პროექტით გათვალისწინებულია 2,2–მეტრი სიგანის საფეხმავლო გზის მოწყობა ასფალტის საფარით და ბაზალტის ბორდიურით, რომელიც ასევე ველოსიპედისტებსაც მოემსახურება. ველო-ბილიკი 1,2 მეტრი სიგანის იქნება და გამოყოფილი იქნება სტაფილოსფერით.

ასევე მოეწყობა 50 საგზაო ნიშანი ლითონის დგამებზე, მათ შორის 10 „პარკირების აკრძალვის“ ნიშანი ყოველ 300 მეტრში, გარდა ამისა, გათვალისწინებულია ასფალტის მონიშვნა, როგორც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებზე, ასევე ბილიკზე საველოსიპედო და საფეხმავლო ნაწილების გამოსაყოფად. გამომდინარე იქედან, რომ ბაკურიანი სამთო-სათხილამურო კურორტად ითვლება, ყველა მონიშვნა უნდა იქნას დატანილი ყვითელი საღებავით, ზამთრის პირობებში უკეთესი ხილვადობისთვის.

ასევე, გათვალისწინებულია 8 ადგილას ბილიკის გაფართოვება (1,2mX5, 0m) მოსასვენებელი სივრცის მოსაწყობად, რაც ითვალისწინებს საჩრდილობლის, საპარკო სკამების, ნაგვის ურნების და განათების მოწყობას, ნაგვის ურნები ასევე განთავსდება ბილიკის მთელ პერიმეტრზე. პროექტით ასევე გათვალისწინებულია 27 არსებული ელექტრო ბოძის გადატანა და 11 ახალი ბოძის მოწყობა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანში საფეხმავლო და ველო ბილიკის მოსაწყობად ტენდერი 2016 წელის 15 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება. ტენდერი 902 300 ლარზეა გამოცხადებული.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლიკანში საფეხმავლო ბილიკის მოწყობა დასრულდა
ბორჯომში მესხეთის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკი მოეწყო
აბასთუმანში პარკები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა
ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო
ფოკის მონასტერთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3 138 948 ლარი დაიხარჯება
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში მასშტაბური პროექტებს განხორციელებას გეგმავს
სოფელ აგარაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება