FM97.5 / LIVE

საქართველოს პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.01.2017
დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანებსა და იუნკერებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა და სახელმწიფო დროშა მათთან ერთად აღმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე  ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში საპატიო ყარაულმა დროშის ორიგინალი აღმართა, რომელიც შარშან საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა.

ცერემონიაში აფხაზეთის ომის მონაწილე სამხედროების ოჯახის წევრები იუნკერები და საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო დროშას და ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავენ.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს -დროშის დღეს! მაღლა აღმართული დროშა სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა, სიმბოლოა ამ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების. ჩვენ ყველას დასანახად ავღმართავთ დროშას, იმისთვის, რომ ვთქვათ - ჩვენ გვაქვს უნარი ვიყოთ თავისუფალი და დავიცვათ ეს თავისუფლება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 16 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც ჩვენ თაობაში, ჩვენ რეალობაში თავი შესწირეს ჩვენი სახელმწიფოსა და დროშის სამსახურს, ვინც შეძლეს ურთულეს ვითარებაში შეენარჩუნებინათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვინც იბრძოდა იმისთვის, რომ თბილისის თავზე სწორედ საქართველოს დროშა ფრიალებდეს, რომ საქართველოს კუთხეები იყოს ამ დროშით გაერთიანებული. დღეს აქ არიან ის ადამიანები, ვინც იბრძოდა ამ დროშისთვის. დღეს არიან ის ადამიანები, ვისი თანამებრძოლენიც დაეცნენ ამ ბრძოლაში. დღეს აქ არიან იმათი ოჯახის წევრები, ვინც თავი შეწირა ჩვენს სახელმწიფოებრიობას. სიმბოლურია, რომ დღეს აქ არიან ის ადამიანებიც, ვინც თავისი სამსახური სწორედ ქვეყნის დაცვას მიუძღვნა. დღეს აქ არის ის ახალი თაობა, ვინც გადაიბარებს დროშას და ვინც მომავალ თაობებში, საუკუნეებით გამტკიცებულ ჩვენს სახემწიფოს გააგრძელებს. ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. ყველას გისურვებთ რომ გქონოდეს ძალა, უნარი და შემწეობა, რომ ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს და დროშას. ღმერთი ფარავდეს ჩვენ სამშობლოს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოებისას.

ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე მექანიზებული ბატალიონის I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა უფროსი ლეიტენანტი სერგო გუჯეჯიანი;

ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ უფროსი ლეიტენანტები თენგიზ აბსანძე, ვახტანგ ფარცვანია, მერაბ კვინიკაძე, რიგითები ნიკოლოზ (ნიკოლაი) გერაშენკო, რუსლან გვასალია, გიორგი შენგელია, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის მებრძოლი ჭიჭიკო დადვანი, შინაგანი ჯარების ზემდეგები ლილი თაკვარელია, გურამ ხადური, კაკო ხადური, სოხუმის ცალკეული ასეულის სამხედრო მოსამსახურე სერგეი კვარაცხელია, სამხედრო პოლიციის ზემდეგი ხვიჩა ლემონჯავა.

მედლით „მხედრული მამაცობისთვის“კი, დაჯილდოვდნენ მამუკა კოკაია - შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ზემდეგი და კახა სამადალაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების რიგითი.

ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.

საქართველოს პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე  ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე  ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე  ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე  ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე  ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა

[sknews.ge]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
13 ჯარისკაცი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით, „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდა
როგორ აღნიშნეს დროშის დღე ახალციხეში
საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
ფოკას მონასტრის წინამძღვარი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა
გარდაცვლილი ირინე ენუქიძე პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტი ორფოლოში სამხედრო სწავლების გახსნის ცერემონიას დაესწრო