FM97.5 / LIVE

ბორჯომის პარკში შესვლის ფასი გაოთხმაგდა – ადმინისტრაციის განმარტებები

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.01.2017
2017 წლიდან ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესასვლელი ბილეთის ფასი 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაიზარდა. რით ხსნიან ააიპ–ის ადმინისტრაციაში ფასის მომატებას და ვინ გათავისუფლდება გადასახადისგან.

ბორჯომის პარკში შესვლის ფასი გაოთხმაგდა – ადმინისტრაციის განმარტებები

ბორჯომის ცენტრალურ პარკში გაზრდილმა ფასებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, აღნიშნულთან დაკავშირებით პარკის ადმინისტრაციამ გუშინ, 11 იანვარს განცხადება გაავრცელა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლამდე ა.(ა).ი.პ. ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის შემოსასვლელი ბილეთის ფასი განისაზღვრებოდა 0, 50 თეთრით, რაც ძალიან მცირეა, რომ ეს შემოსავალი მოხმარდეს პარკში მდებარე ინფრასტრუქტურის სრულ მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, განახლებასა და აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფას, დამატებით დასუფთავებისა და გამწვანების სამუშაოების ჩატარებას, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ტურისტებისა და ვიზიტორებისათვის გაჯანსაღების, დასვენების ეფექტური პირობების უზრუნველყოფას, საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომ გაფართოებას,სწორედ იმისათვის, რომ შევძლოთ აღნიშნული ამოცანების და მიზნების განხორციელება, პარკი საჭიროებდა ფასის გაზრდას, რათა მისი ფასი ახლოს მაინც ყოფილიყო ბილეთის რეალურ ღირებულებასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

2017 წელს ააიპ–ი „ბორჯომის ცენტრალური პარკმა“, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სუბსიდიის სახით 169 000 ლარი მიიღო. ამ ეტაპისთვის ააიპ–ში 30 ადამიანი მუშაობს.

„ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკს იმისათვის, რომ სეზონს და არა მარტო სეზონს მომზადებული შეხვდეს სოლიდური თანხები სჭირდება. ყოველწლიურად პარკის რეაბილიტაციისათვის მრავალი ათასი იხარჯება, რაშიც შედის ატრაქციონების მომზადება სეზონისათვის, საბაღე სკამების სრული რეაბილიტაცია, გამწვანება- მცენარეების შეძენა და სხვა. ასევე სოლიდური თანხებია საჭირო პარკის კომუნალური გადასახადებისთვის და სხვა მიზნობრივი ხარჯებისთვის. ცნობისათვის, ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკი ბორჯომში , ქონების გადასახადის ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია. გარდა ამისა ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკი ყოველწლიურად იღებს ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან სუბსიდირებას, რადგან პარკის საკუთარი შემოსავლები არ ყოფნის პარკის სრულ შენახვა-რეაბილიტაციას. სწორედ ამიტომაა მიღებული ის გადაწყვეტილება, რაც ფასის მომატებას შეეხება“, – აცხადებენ ბორჯომის სიტორიულ პარკში.

ააიპ–ის ინფორმაციით პარკში შესვლა უფასო იქნება ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე გადასახადისაგან სრულიად თავისუფლდებიან:

1. 8 წლამდე ბავშვები;
2. პენსიონერები;
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
4. ომის ვეტერანები;
5. სოციალურად დაუცველები;
6. 50%-იანი ფასდაკლება ხორციელდება: 16 წლამდე მოზარდებსა და სტუდენტებზე.

[sknews.ge]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.01.2020 ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა

21.01.2020 აშშ–ს ელჩი ვადაგასულ მედიკამენტებზე: 'ინფორმაციის გაშუქებამ პოლიტიზებული სახე მიიღო'

21.01.2020 არალში გოგონებისთვის ძიუდოს კლუბი დაფუძნდა

21.01.2020 სამცხე–ჯავახეთში ხელფასი 12 სოცმუშაკს გაეზრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

9 აგვისტომდე ბორჯომის პარკში შესვლა უფასო იქნება
ბორჯომის  პარკში ყვავილების სათბურს აკეთებენ
ბორჯომის პარკში გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულებულა
ბორჯომის პარკში გამწვანების აქცია მიმდინარეობს
800 თუ 330? – რამდენი ლამპიონი შეიცვალა ბორჯომის პარკში
ბორჯომის პარკში საახალწლოდ ემზადებიან [photo]
ბორჯომის ცენტრალური პარკის დირექტორად ლევან ცინცქალაძე დაინიშნა