"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა და დახმარების გარეშე [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.01.2017
სახლი სადაც არც შუქია, არ წყალი და არც კანალიზაცია. კედლები კი ისეა გადახსნილი, რომ აქ მხოლოდ ქარი და თოვლი კი არა, ეზოდან კატაც შემოდის. ოგანესიანები დახმარებას ითხოვენ.

ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა  და დახმარების გარეშე [Photo]

64 წლის სედა ოგანესიანი რაბათში, ყაზბეგის N80–ში, დის შვილთან, 30 წლის ელეონორა ოგანესიანთან ერთად ცხოვრობს. ერთი ოთახი, რომელიც დეიდას და დის შვილს უკავია, ნახევრად დანგრეულია. კედლებიდან შუქი შემოდის, სახურავის ნაწილი კი ოთახს არ აქვს. აქ მხოლოდ ერთი რკინის საწოლი, რამდენიმე ტუმბო, ღუმელი, ორი სკამი და გასაშრობად დაწყობილი შეშაა.

სახლში ელექტროენერგია შეყვანილი არ არის, მიზეზი ისაა, რომ შენობას ფაქტობრივად სახურავი არ აქვს, წყალი ჩადის და გაყვანილობის მოწყობა შეუძლებელია. ამიტომ ოგანესიანებს ღამით სანთელი უნთიათ. სანთელთან ერთად ცდილობენ არ ჩააქრონ ღუმელიც, რადგან აქ ისე ცივა, როგორც გარეთ.

„ეს კედელიც ინგრეოდა, ამიტომ საწოლი მოვაშორეთ, რომ ზედ არ დაგვცემოდა და ყუთები მივუდგით. მაგრამ სადაც არ უნდა დადგა საწოლი, წყალი ჩამოდის, მითუმეტეს თუ გარეთ წვიმს ან თოვლი დნება. „ფეჩი“ როგორც ქრებ,ა ვიყინებით ისე გვცივა“, – ამბობს ელეონორა ოგანესიანი.

მთელი ღამე ღუმელის ანთება კი ოჯახისთვის, რომლის ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ 300 ლარია, ფაქტობრივად შეუძლებელია.

„180 ლარს პენსიას ვღებულობ, 120 ლარი კი ჩემი ხელფასია, დასუფთავებაში ვმუშაობ და რაბათს ვგვი. ელეონორაც მეხმარება ხოლმე. საჭმელზე რა ვთქვა, თუ რამეს ვყიდულობთ, ამ „ფეჩზე“ ვაკეთებთ და ვჭამთ“, – ამბობს სედა ოგანესიანი.

დეიდაც და დისშვილიც ამ ბინაში გაიზარდნენ. თუმცა იმის გამო რომ შენობა ავარიული იყო, – ერთი ოთახი და დერეფანი მოინგრა, მოგვიანებით კი აქ ხანძარიც გაჩნდა და გურამიშვილის ქუჩაზე ქირით გადავიდნენ.

„მაშინ სოციალურ დახმარებას ვიღებდით, თვეში 156 ლარს. მერე დეიდამ დასუფთავებაში დაიწყო მუშაობა და ამის გამო დახმარება მოგვიხსნეს“, – ამბობს ელეონორა ოგანესიანი.

დეიდა და დისშვილი ქირაში თვეში ას ლარს იხდიდნენ. თუმცა მალე სედა ოგანესიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ ქირის საფასურის დაფარვა ვეღარ შეძლეს და დროებით მეზობელთან, ნორა და ალესანდრე მეფისაშვილებთან, ათონელის 22 ნომერში შეაფარეს თავი.

„იმ კაცმა დეიდას შურაცხყოფა მიაყენა, იქ ვეღარ გავჩერდებოდით და ამიტომ დავბრუნდით ისევ ამ დანგრეულ სახლში“, – გვიყვება ელეონორა.

ამბობს, რომ სოციალური დახმარების მიღების თხოვნით შესაბამისი სამსახურისთვის აღარ მიუკითხებია, რადგან მოუხსენეს, ჩათვალა, რომ აღარც დაუნიშნავდნენ. თუმცა მერიას, ავარიული ბინის შეკეთებისა და დახმარების თხოვნით არა ერთხელ მიწერა.

„ჯერ კიდევ კოპაძე იყო [ქალაქის ყოფილი მერი გიორგი კოპაძე], ორჯერ მივედი, თვითონ არ შემხვდა, სხვებმა განცხადება დამაწერინეს. ამის მერე მოვიდნენ ვიღაცეები, სურათები გადაიღეს, თუ რამე იყო, დაგეხმარებითო, მაგრამ აღარავინ გამოჩენილა, არც არავინ დაგვხმარებია“, – ამბობს სედა ოგანესიანი და ამატებს, რომ თვითმმართველობას სახურავის შეკეთებას, ან დროებით, ერთ ოთახს, თავშესაფარს სთხოვს.

ახალციხის მერიაში იმას, რომ ოგანესიანმა მათ წერილობით მიმართა გვიდასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ბინით უზრუნველყოფა თვითმმართველობის მიერ, შეუძლებელია: „ასეთი ადამიანები ქალაქში არც თუ ისე ცოტა გვყავს. რაც შეეხება გადახურვას, ეს სახლი იმდენად ავარიულია, რომ არ გადაიხურება“.

სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ მისამართის შეცვლის გამო ოგანესიანებს შეუძლიათ მათ ხელახლა მიმართონ და ქულების გადამოწმება ითხოვონ. ხოლო რაც შეეხება 2014 წელს დახმარების მოხსნას, სააგენტოში ამას იმით ხსნიან, რომ მაშინ ბენეფიციარებმა ლეგალური შემოსავალი დაფარეს.

„რეგისტრაციის ბაზაში ამიტომ გაუქმდა. 120 ლარი ხელფასი ბევრი ნამდვილად არაა, მაგრამ ამ შემოსავლის შესახებ არ აცნობეს მაშინ სააგენტოს. ამიტომ ერთი წლით შეზღუდვა დაედოთ. რომ ეცნობებინათ, ხელახლა დავითვლიდით ქულებს, შესაძლოა ისევ დაბალი ყოფილიყო და დახმარების გაცემა გაგვეგრძელებინა “, – გვიხსნის სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ტატა გამყრელიძე.

მისივე თქმით, მოგვიანებით, 2016 წლის იანვრის ბოლოს ოგანესიანების გადამოწმება ისევ მოხდა. ოღონდ მაშინ ოჯახი ათონელის ქუჩაზე ცხოვრობდა.
„აქ მაღალი ქულები მიიღეს. ორი პენსიონერი ფიქსირდებოდა, ერთი სედა ოგანესიანი, მეორე კი ალქსანდრე მეფისაშვილი, რომლებიც სახელმწიფოსგან თანხას იღებდნენ. აქედან ერთ–ერთი პენსიონერი დასაქმებულიც იყო. მესამე 29 წლის ოჯახის წევრი კი შრომის უნარიანი გალხდათ“, – ამბობს გამყრელიძე.

როგორც ოგანესიანები განმარტავენ, მეფისაშვილი მათი ოჯახის წევრი არაა. ის იმ მეზობლის მამაა, რომელმაც ნაქირავები ბინიდან წამოსულები დროებით შეიფარა. სოციალური აგენტი კი მათთან გადასამოწმებლად სწორედ მაშინ მივიდა, როცა ათონელის ქუჩაზე მეფისაშვილების ბინაში ცხოვრობდნენ.


ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა  და დახმარების გარეშე [Photo]

ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა  და დახმარების გარეშე [Photo]

ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა  და დახმარების გარეშე [Photo]

ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა  და დახმარების გარეშე [Photo]

ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა  და დახმარების გარეშე [Photo]

ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა  და დახმარების გარეშე [Photo]

ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა  და დახმარების გარეშე [Photo]

ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა  და დახმარების გარეშე [Photo]

ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა  და დახმარების გარეშე [Photo]

ცხოვრება დანგრეულ ოთახში – გაზის, წყლის, შუქისა  და დახმარების გარეშე [Photo]

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ბიოლოგიასა და უცხო ენებში აბარებენ

21.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

19.05.2017 ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა [Photo]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2017 მეხუთე სკოლაში მშობლების ნაწილი ბილეთების გაყიდვის საკითხს ეხმაურება

22.05.2017 ავარიისას დაშავებული დავით გასიტაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

22.05.2017 საქართველოში 28 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

20.05.2017 ივლიტასთან, ავტოავარიის დროს დაზარალებულ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერი დახმარებას ითხოვს
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება
74 წლის მარტოხელა რიფსიმე მარგარიანი დახმარების მოლოდინშია

5 ლარი – მარტოხელა პენსიონერის ერთადერთი შემოსავალი
81 წლის მიხეილ კენჭოშვილი სოციალურ დახმარებას ითხოვს
ოთხსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელში