FM97.5 / LIVE

შემცირებული სუბსიდია და გათავისუფლებული თანამშრომლები

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.01.2017
2017 წლის 1 იანვრიდან, ააიპ ‘ახალციხის ტბის’ სუბსიდია, წინა წელთან შედარებით, 24 000 ლარით შემცირდა და შვიდი თანამშრომელი გათავისუფლდა;

შემცირებული სუბსიდია და გათავისუფლებული თანამშრომლები

„ახალციხის ტბზე“ თანამშრომელთა რაოდენობის, 19–დან 12–მდე შემცირების გადაწყვეტილება, ახალციხის მერიამ მიიღო.

„შეიძლება ითქვას, იქ ცოტა მოჭარბებულია ზოგიერთი საშტატო ერთეული. 12–ზე იმიტომ დავიყვანეთ, რომ მათ შენობა კი არა, ოთახიც არ გააჩნიათ, სადაც 19 ადამიანი დაჯდება. საშტატო ერთეულების შემცირებით იქნებ რამდენიმე ოთახი ავუშენოთ“, – ამბობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

მერიის გადაწყვეტილება იყო ააიპ ‘ახალციხის ტბის’, ისევე როგორც სხვა ააიპ–ების სუბსიდიის შემცირება – წელს ტბა 110 400 ლარს მიიღებს, რაც გასულ, 2016 წელთან შედარებით, 24.000 ლარით ნაკლებია.

„ახალციხის ტბის“ ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ტბაზე საქმეს 12 თანამშრომელიც ეყოფა, თანხაც საკმარისია იმისთვის, რომ მათი ხელფასები გასცეს და პარალელურად, ტბაზე ინფრასტრუქტურა მოეწყოს.

„წყლის ველოსიპედების ყიდვას ვგეგმავთ, ასევე, უნდა დავამატოთ ნავები“, – ამბობს „ახალციხის ტბის“ ხელმძღვანელი გაგა ღავთაძე.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ააიპ–ს საკუთარი შემოსავლები ჰქონდეს, ტბაზე თევზაობა ფასიანი გახდება. ხელოვნურ ტბაში გასულ წელს ორი სახეობის 50 000 ცალი ლიფსიტა გაუშვეს: სარიკისებრი კობრი და კობრი: „დღის განმავლობაში, მსურველი 5 ლარს გადაიხდის თუ თევზს ტბაში, უკან ჩააბრუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თევზი აიწონება და შესაბამისად თანხაც დაემატება. წელს კიდევ ვგეგმავთ იგივე სახეობის თევზის ჩაშვებას ტბაში“.

გარდა აღნიშნულისა „ახალციხის ტბას“ თანხა სამეურნეო ხარჯებისთვისაც აქვს გაწერილი. გაგა ღავთაძის განმარტებით, მოსაწესრიგებელია გარე განათება, სარბენ ბილიკზე ქვაფენილი, ძლიერმა ყინვებმა დააზიანა სცენა და შადრევანიც: „გაყინულია მთელი ტბა, ზემოდან ყინული აწევს, ვიდრე არ გალღვება, ვერ გავიგებთ რა დაზიანდა“.

ერთი კვირაა ძლიერი ყინვების გამო „ახალციხის ტბის“ ზედაპირი მთლიანად გაყინულია. გაიყინა ის მილი, საიდანაც ტბაში წყალი შედის.
„რამდენიმე ადგილზე ამოვჭერით ყინული, რომ თევზი არ დაიხოცოს. წყალს კი მდინარიდან „საქაჩით“ ვიღებთ. თანმაშრომლები ყოველდღიურად მუშაობენ. ძლიერი ყინვების გამო არ მუშაობს საპირფარეშოც“, – ამბობს გაგა ღავთაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნური ტბა განახლებული სახით 2012 წლის 30 ივნისს, ახალციხელობის დღესასწაულზე გაიხსნა. კომპლექსში რომლის მოწყობაც დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი დაჯდა, ორი წლის შემდეგ ინფრასტრუქტურა მოიშალა, ტბა დაშრა და დაზიანდა მოცეკვავე ფანტანები.

ახალციხის ყოფილი მერი გიორგი კოპაძე იმისათვის რომ „ახალციხის ტბა“ ახალგაზრდებისთვის მიმზდველი და გასართობი ადგილი გამხადრიყო არაერთ სიახლის გემავდა, თუმცა ისე დატოვა მერის პოსტი, რომ დამშრალ ტბაში მხოლოდ წყალი შეუშვეს, შადრევნები ნაწილობრივ აამუშავეს და რამდენიმე ნავი დაამატეს.

კოპაძის მსგავსად, ტბასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს ახალციხის ახალ მერს ვლადიმერ ზედგინიძესაც, თუმცა წინასწარ საუბარი არ სურს.

შემცირებული სუბსიდია და გათავისუფლებული თანამშრომლები

შემცირებული სუბსიდია და გათავისუფლებული თანამშრომლები

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

15.09.2020 სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

14.09.2020 15 სექტემბერს სწავლა ბორჯომის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.09.2020 ‘მამის შემდეგ ჩემზე ძალადობა ქმარმა განაგრძო’– მსხვერპლი

15.09.2020 ‘2 თვეა წყალი არ გვაქვს’ - ვარევანის მოსახლეობა

15.09.2020 ‘ისევ შემოსავლის გარეშე ვრჩებით’ - მეყვავილეები ქორწილებისა და ღონისძიებების აკრძალვაზე

15.09.2020 ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ტბაზე მსურველებს თევზაობა შეუძლიათ
ზაფხულის ბოლოს, ახალციხის დამშრალ ტბაში წყალი შეუშვეს
ახალციხის ტბა  სეზონის ბოლოს – დაპირებები და შედეგი
ქვეწარმავლები ‘ახალციხის ტბაზე’ – რას აპირებს ტბის ადმინისტრაცია [Video]
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები აღარ მუშაობს
მერია ახალციხის ტბის რეაბილიტაციას იწყებს
მერიამ ‘ახალციხის ტბა’ გაგა ღავთაძეს ჩააბარა