სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობა ათწლიან სესხს ევროს ნაცვლად, ლარში აიღებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 09.01.2017
ახალციხის თემი ათ წლიან სესხს ეროვნულ ვალუტაში აიღებს. ცვლილებას დღეს, 9 იანვარს საკრებულოს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. დასუფთავების ღონისძიებისათვის, გამგეობა სესხს 161 333 ევროს ნაცვლად, 483 021 ლარის ოდენობით აიღებს.

ახალციხის გამგეობა ათწლიან სესხს ევროს ნაცვლად, ლარში აიღებს

ახალციხის თემმა, ათ წლიანი სესხის აღებისათვის განსაზღვრული თანხა 161 333 ევრო, ეროვნულ ვალუტაში გადაიტანა. ცვლილება მთავრობის განკარგულებამ გამოიწვია, რომელის მიხედვითაც, 2017 წლიდან ყველანაირი სესხი ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.

ახალციხის გამგეობას აღნიშნული სესხი ახალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდისა და 200 კონტეინერის შესაძენად სჭირდება. სესხის აღების თაობაზე თვითმმართველობამ გადაწყვეტილება 2016 წლის 19 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე მიიღო.

თავდაპირველად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან ასაღები სესხი 161 333 ევროს შეადგენდა, თუმცა საკრებულოში განმარტავენ, რომ შესაბამისი ოპერაციების შესრულება მუნიციპალიტეტმა 2016 წელში ვერ მოასწრო, ამიტომ, თანხა ევროს ექვივალენტის ნაცვლად ლარში განისაზღვრა.

,,თანხა შეადგენს 483 021 ლარს. აქედან 87 000 არის გამგეობის გადასახდელი, დანარჩენი თანხა 10 წელზეა გათვლილი. რეფინანსირების განაკვეთი 0.5 %–ია. 2016 წელს ხელშეკრულების გაფორმება მოხდა, მაგრამ ოპერაციების შესრულება ვერ მოხერხდა, ფულადი გადარიცხვები ვერ მოესწრო“,– განმარტავს საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ბარძიმაძე.

ათ წლიანი სესხის დაფარვა ახალციხის გამგეობამ 2019 წლიდან უნდა დაიწყოს და ათ წელიწადში გადაიხადოს. თვითმმართველობას თანხის შეტანა წელიწადში ორჯერ, 28 ოქტომბერსა და 28 აპრილს მოუწევს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2018 სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ

21.02.2018 სააპელაციომ ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო

21.02.2018 ახალციხის მესამე სკოლაში სომხური ენის დღე აღნიშნეს

21.02.2018 ასპინძაში მერის წარმომადგენლების 21 ვაკანსიაზე 151 განაცხადი შევიდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობამ, აღებული ათ წლიანი სესხით ერთი ნაგავმზიდი უკვე შეიძინა
ახალციხის თემი დასუფთავებისათვის გრანტსა და ათ წლიან სესხს იღებს
ახალციხის თემის ახალი ნაგავმზიდები ექსპლუატაციაში ორ დღეში შევა
ბორჯომსა და ბაკურიანს  ორი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება
DCFTA-ს ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესი შეღავათიან სესხსა და გრანტს მიიღებს
ნინოწმინდის გამგეობამ ნაგვის ურნები და ნაგავმზიდები შეიძინა
ახალციხის თემის ბიუჯეტს 350 000 ლარი დაემატა, თანხა ვალეს საბავშვო ბაღს მოხმარდება