FM97.5 / LIVE

მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 09.01.2017
2017 წლის 1-ლი იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი ამოქმედდა. აბონენტს ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% აუნაზღაურდება, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა
სამცხე–ჯავახეთში 'მთის კანონი' ჯამში 221–მდე დასახლებას ეხება. ადიგენის, ახალციხის, ბორჯომის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის გარეშე 40 სოფელია დარჩენილი.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“ შესახებ კანონის თანახმად, შეღავათების უმეტესი ნაწილი 2016 წელს ამოქმედდა.

სოციალური შეღავათები

➤ 2016 წლის 1 იანვრიდან ყოველ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე, რომლის ერთერთ მშობელი მუდმივად მაღალმთან დასახლებაში ცხოვრობს, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი გაიცემა, მესამე და შემდგომ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში -200 ლარი.

➤ 2016 წლის 1 იანვრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე ვაუჩერი გაზრდილი ოდენობით გაიცემა.

➤ ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო შესაბამის ღონისძიებებს ანხორციელებს;


2016 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა შემდეგი შეღავათები:

➤ მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით.
➤ სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს დაუწესდათ დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით.
➤ სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდათ 20%-იანი დანამატი.
➤ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ყოველთვიური დანამატი გაიცემა:
• ექიმისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით
• ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით

საგადასახადო შეღავათები

➤ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საგადასახადო შეღავათებიც, რომლებიც ითვალისწინებს შემდეგს:

• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი), რომლის შემოსავალი არ აღემატება 6 ათას ლარს, საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება.

• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ მრავალშვილიან პირს ( რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), ვინც ხელფასის სახით 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალს იღებს, საშემოსავლო გადასახადი უნახევრდება;

• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული 6000 ლარამდე შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მიღებული ხელფასისა, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან;

• მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდებიან 10 წლით.

მოგების გადასახადისაგან გათავისუფლდა მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდა:

• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
• მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

რა შეღავათებს ითვალისწინებს ‘მთის კანონი’
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ‘მთის კანონის’ შეღავათები შეგეხოთ
სოფლებს, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი 2016 წლამდე ჰქონდათ, საშემოსავლო შეღავათები შეუნარჩუნდათ
ახალციხის მუნიციპალიტეტში ‘მთის კანონის’ შეღავათები 264 პედაგოგს ეხება
მაღალმთიან დასახლებაში პენსია და დახმარება  იზრდება
ხშირად დასმული კითხვები 'მთის კანონის' შესახებ
ასპინძაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 7.930 პირს აქვს