"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

გამგებლის წარმომადგენელი ვალეში: „ორ დღეში ვალეში წყალი მოვა“

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.01.2017
ვალეს სათავე ნაგებობაზე სამდღიანი გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და გამგეობაში ვარაუდობენ, რომ წყალი ორ დღეში მოსახლეობამდე მივა.

გამგებლის წარმომადგენელი ვალეში: „ორ დღეში ვალეში წყალი მოვა“
მეათე დღეა რაც ქალაქ ვალეს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მიზეზი ძლიერი ყინვებია. ამიტომ წყალმომარაგების კომპანიას წყალი დასახლების ცენტრამდე „ცისტერნებით“ მიაქვს, აქედან კი ადგილობრივებს მისი ზიდვა სახლებამდე ხელით უხდებათ.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვალეში ელიოზ ბარბლიშვილი ამბობს, ვალეს წყლის სათავე ნაგებობაზე ტექნიკა ყინულის დასამტვრევად და ასევე ყინულისგან გაჭედილი მილების გასაწმენდად სამი დღე მუშაობდა.

„იმ ადგილიდან საიდანაც წყალი შემოდის ვიდრე ფილტრამდე და შემკრებ ბასეინამდე მივა კილომეტრნახევარია დაახლოებით. ეს მონაკვეთი მთლინად გავწმინდეთ და გავჭერით. მაქსიმალური საშუალება მივეცით წყალს რომ იმოძრაოს“, – ამბობს ბარბლიშვილი.

მისი თქმით, ორ დღეში ბასეინში წყალი დაგროვდება და მოსახლეობამდეც მივა: „ხვალ არადა ზეგ ვალეში წყალი მოვა. სათავეზე ზოგგან ნაევარმეტრიანი ყინულები ამოვჭერით“.

შეგახსენებთ, რომ ვალეს სასმელი წყლის მიწოდება 29 დეკემბერს შეუწყდა.

მოსახლეობამ პეტიცია მოაზადა, რომელის მიხედვითაც ხელისულფებას მომხდარით დაინტერესებასა და გამომწვევი მიზეზების შესწავლას სთხოვენ. ამ დროისთვის მას ხელს 200–ზე მეტი პირი აწერს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ბიოლოგიასა და უცხო ენებში აბარებენ

21.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

19.05.2017 ახალციხის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა [Photo]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.05.2017 მეხუთე სკოლაში მშობლების ნაწილი ბილეთების გაყიდვის საკითხს ეხმაურება

22.05.2017 ავარიისას დაშავებული დავით გასიტაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

22.05.2017 საქართველოში 28 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

20.05.2017 ივლიტასთან, ავტოავარიის დროს დაზარალებულ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ვალეში სასმელი წყლის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა
მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
ვალეში 100-მდე ოჯახს ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
მეხუთე დღეა ვალეში მცხოვრებლებს წყალი არ აქვთ
ვალელებს წყალი ისევ არ აქვთ
ვალელები უწყლოდ კიდევ 2 დღე იქნებიან
გიორგი ბაგინაშვილი: ვალეში წყლის მიწოდება შეიძლება დღესაც აღდგეს