FM97.5 / LIVE

მოსახლეობის კითხვებს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი უპასუხებს

მთავარისაზოგადოება 16.02.2013
დღეს, 16 თებერვალს, 16:00 საათზე ახალციხის მუნიციპალიტეტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მოსახლეობის კითხვებს ააიპ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი უპასუხებს.

მოსახლეობის კითხვებს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი უპასუხებს
კონფერენცია ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. მოქალაქეები მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს ON-LINE რეჟიმში მიიღებენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის facebook-ის გვერდზე კითხვების გაგზავნა მოსახლეობას წინასწარაც შეუძლია.

- ”დღევანდელ კონფერენციაზე მოსახლეობას საშუალება ეძლევა შეკითხვები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით გამოაგზავნონ: სეზონურ დაავადებები, პროფილაქტიკური აცრები, გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებელად გატარებული წინასწარი ღონისძიებები, პარაზიტოლოგიური ლაბორატორიის კვლევა და დანიშნულება და ასე შემდეგ”, - ამბობს პროექტ გამჭვირვალე თვითმმართველობის მედია-კოორდინატორი ჯაბა ნათენაძე.

ON-LINE კონფერენცია პროექტს ”გამჭვირვალე თვითმმართველობის” ფარგლებში იმართება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირი” ახორციელებს. პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა.

გასულ კვირას მოსახლეობის კითხვებს ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი პასუხობდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

მოსახლეობის კითხვებს ამჯერად დასუფთავების სამსახური უპასუხებს
ბესიკ ხითარიშვილი მოსახლეობის კითხვებს უპასუხებს
ბესიკ ხითარიშვილი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უპასუხებს
რა კითხვებს პასუხობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
კონფერენცია Onlin-რეჟიმში
გამგეობა Online-კონფერენციებს აგრძელებს
ბესიკ ბლიაძის პასუხები მოსახლეობას