"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

შობის ღამისთევა ახალციხეში [Video]

მთავარისიახლე, SK TV 07.01.2017
7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს. ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება 6 იანვარს, 23:30 საათზე დაიწყო და გამთენიამდე გაგრძელდა. ღამისთევის მსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.



შობა ერთ–ერთი, უდიდესი დღესასწაულია საეკლესიო დღესასწაულთა შორის. მართლმადიდებლები შობის დღესასწაულს იულიუსის კალენდრის მიხედვით ზეიმობენ. ბერძენმა მართლმადიდებლებმა შობის დღესასწაული ბეთლემში აღნიშნეს. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, იესო ქრისტე სწორედ ბეთლემში, ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

ყოველ შობის დღესასწაულზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დგება ლიტანიობა. მისივე ლოცვა-კურთხევით, თითოეული მორწმუნე ადამიანი შობის ღამეს სარკმელთან სანთელს ანთებს და მიდგომილ ღვთისმშობელს სახლში იხმობს.

შობის დღესასწაულს წინ 40–დღიანი მარხვა უძღვის. დღეიდან კი მარხვა ხსნილდება და მორწმუნეებს ყველანაირი საკვების მიღება შეუძლიათ.

შობის ღამისთევა ახალციხეში [Video]

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი,
გიორგი ლონდარიძე, ახალციხე]


18.08.2017 პირველკლასელები Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.08.2017 სოფელ დაბის რწმუნებული: ხანძარი დასახლებიდან ერთ კილომეტრშია

21.08.2017 ბორჯომში ხანძარი გაძლიერდა [Photo]

21.08.2017 ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

21.08.2017 ადიგენის სამ სოფელს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულისთვის ემზადება
მართლმადიდებელი მრევლისათვის შობის მარხვა დაიწყო
მართლმადიდებლური სამყარო შობას ზეიმობს
დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელმა სამყარომ შობის დღესასწაული იზეიმა [photo]