"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

დამკვეთი ახალციხის პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას სწავლობს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 07.01.2017
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მთავარი ინჟინერი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეცნობა;

დამკვეთი ახალციხის პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას სწავლობს
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაობი ისევ არ დასრულებულა.

„ჩამორჩენა ისევ არის, ჩვენი წარმომადგენელია ახალციხეშია და ადგილზე ეცნობა დეტალებს. არსებული ვითარების შესახებ ზუსტი ინფრომაცია 9 იანვარს, ორშაბათს გვექნება“, – აცხადებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი.

მისი თქმით, მშენებელ კომპანიას ჯარიმა ისევ ერიცხება. აღნიშნული თანხის ოდენობა კი დღეში 500 დოლარს შეადგენს. ჯარიმის დარიცხვა დამკვეთმა პირველი დეკემბრიდან დაიწყო.

შეგახსნებთ, მშენებელ კომპანიაში „ინტერ პლიუსში“ აცხადებდნენ, რომ შენობას წლის ბოლოს დატოვებდნენ და მომავალი წლიდან აქ სასწავლო პროცესის განახლება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა სკოლაში მუშაობას მათი წარმომადგენლები ჯერ კიდევ აგრძელებენ.

პირველ სკოლაში რემონტი სახელშეკრულებო პირობების მიხედვით 2016 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. ვადების დარღვევაში დამკვეთი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ შემსრულებელს „ინტერ პლიუსს“ ადანაშაულებს. მშენებელი კი პირიქით, დამკვეთს არასრულყოფილი პროექტის შედგენაში სდებს ბრალს.

[sknews.ge]


17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

07.08.2017 7 აგვისტოდან აბიტურიენტებისთვის აპელაციის პროცესი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.08.2017 სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება

17.08.2017 გზა სანიაღვრეს გარეშე – წყორძაში სახლების დატბორვის ეშინიათ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

17.08.2017 წყორძაში ტაძრის გარშემო დაგებული ასფალტი აიღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება
პირველ სკოლაში რემონტი შეწყდა
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
MCA: „პირველი სკოლის მშენებელმა ფონდსაც პრობლემები შეუქმნა“
რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები