გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 06.01.2017
თბილისის ყოფილი მერი თავისუფალია. მან ე.წ მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გათავისუფლებულ გიგი უგულავას ციხესთან ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ.

გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა
პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. იგი მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს.

"სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები და ერთობლივი ამოცანაა ეს პროცესი დასრულდეს. თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაო არის ძალიან ბევრი. მინდა ყველამ გააცნობიეროს, სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოილიტპატიმრები, პოლიტიკა იქნება უკიდურესად რადიკალური", – განაცხადა დედაქალაქის ყოფილმა მერმა.

მისივე თქმით, იგი უახლოეს მომავალში ”ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირების საკითხზე შეხვედრას საქრთველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 იანვარს სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე უგულავას პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განუსაზღვრა, პატიმრობის ვადის ათვლა კი 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდა. ყოფილი თბილისი მერი ორშაბათს, 9 იანვარს უნდა გათავისუფლებულიყო. იმის გამო, რომ „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუკი ეს დღე უქმე დღეს ემთხვევა, კიდევ უფრო ადრე - სამუშაო დღეს, უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღეს, 6 იანვარს დატოვა.

[sknews.ge]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 "აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში

23.02.2017 NASA-ს ასტრონომებმა 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

23.02.2017 ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

გიგი უგულავას პატიმრობიდან გაათავისუფლებენ
როგორ აფასებენ ახალციხეში გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობას [Video]
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობის ვადა ეწურება
ენმ ახალციხე ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ერთ წლისთავს ეხმაურება
ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა მესამედ გადაიდო

ილია მეორემ ხელისუფლებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა