"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

რას დაგიფინანსებთ ახალციხის მერია, თუ მკურნალობა ან ოპერაცია დაგჭირდათ

მთავარიეკონომიკა 06.01.2017
2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობა ოპერაციას და მედიკამენტებით მკურნალობას იმ მოქალაქესაც დაუფინანსებს, ვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს.

რას დაგიფინანსებთ ახალციხის მერია, თუ მკურნალობა ან ოპერაცია დაგჭირდათ
ქალაქ ახალციხის საკრებულომ ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დღეს, 6 იანვარს, დაამტკიცა. ქალაქ ახალციხის საკრებულოში დღეს 2017 წლის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ორი საკითხი განიხილეს. საკრებულოს სხდომას 15 დეპუტატიდან 9 დაესწრო.

დეპუტატებმა 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დაამტკიცეს. აღნიშნულისთვის მიმდინარე წელს 450 000 ლარამდეა გათვალიწინებული.

„ოჯახებს, ვისაც ქულები არ აქვთ მინიჭებული, საშუალება ექნებათ მიიღონ თანადაფინანსება მერიისგან, თუმცა აქ პროცენტული მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ვიდრე სოციალურად შეჭირვებულების შემთხვევაში“, –განმარტავს ახალციხის ვიცე მერი ილია ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, მოქალაქეების გამოკვლევების და ოპერაციების თანადაფინანსება 2017 წლის ბიუჯეტში შემდეგნაირად განაწილდა.

გამოკვლევები:

✔️ 0 – დან 65 000–მდე ქულის მფლობელ მოქალაქეს გამოკვლევები დაუფინასდება 100% –მდე, არაუმეტეს 500 ლარისა;

✔️ 165 000– დან 200 000– მდე ქულის მფლობელ მოქალქეს გამოკვლევები დაუფინანსდება 70% –მდე, არაუმეტეს 350 ლარისა;

✔️ იმ მოქალაქეებს, ვისაც ქულა მინიჭებული არ აქვს ქულა, გამოკვლევები დაუფინანსდება 50%–მდე , არაუმეტეს 250 ლარისა;



ურგენტული და გაგმიურ ოპერაციები:

✔️ 0–დან 65 000 –მდე ქულის მქონე მოქალაქეებს დაუფინანსდებათ 100%–მდე, არაუმეტეს 2 000 ლარისა;

✔️ 65 00–დან 120 000–მდე ქულის მქონე მოქალაქეებს 70%–მდე, არაუმეტეს 1750 ლარისა;

✔️ 120–დან 200 000–მდე ქულის მქონე მოქალაქეებს დაუფინანსდებათ 50%–მდე, არაუმეტეს 1 500 ლარისა;

✔️ 1500– დან 200 000 –მდე ქულის მქონე მოქალაქეებს და მათ ვისაც ქულა საერთოდ არ აქვს დაუფინანსდებათ ოპერაცია 50%–მდე, არაუმეტეს 500 ლარისა
.

რაც შეეხება ონკოლოგიურ ავადმყოფებს მათთვის დაფინანსება წლიურად 2 000 ლარით განისაზღვრა. აღნიშნულ თანხაში შედის როგორც სტაციონალური, ასევე მედიკამენტური მკურნალობა.

ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მოქნე პაციენტები კვარტალში ერთხელ დაფინანსდებიან 250 ლარით.

ახალშობილებზე თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველ შვილზე –100 ლარი, მეორეზე–125 ლარი, მესამეზე –150 ლარი, ხოლო მეოთხესა და შემდგომ შვილებზე 200 ლარი. აღნიშნულ თანხას ახალციხის მერია ერთჯერადად გასცემს.

ადგილბრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გასული წლის მსგავსად, შეღავათებით სარგებლობენ შშმ პირები, ომის ვეტერანები და უსინათლოები.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


27.03.2017 რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები

27.03.2017 ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო

27.03.2017 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.03.2017 ნინოწმინდის გამგეობამ მისალოცი ტექსტი შეასწორა

28.03.2017 ნინოწმინდის გამგეობა, უვიზო რეჟიმის ნაცვლად, ასოცირების ხელმოწერას გვილოცავს [Photo]

28.03.2017 საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება შეიზღუდება

28.03.2017 ბორჯომში შშმ პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

ვის დაუფინანსდება ოპერაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან?
რა შეცვალა ახალციხის თემმა სოციალურ პაკეტში
ახალციხის  გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი იცვლება
ახალციხის თემმა ერთჯერადი სოციალური დახმარებები მრავალჯერადი გახადა
ახალციხის გამგეობაში სოციალური დახმარების გაცემის წესი შეიცვალა
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს
ბორჯომში სოციალური პაკეტის ოდენობა გააორმაგეს