FM97.5 / LIVE

რუსული ბაზრის რისკები და პერსპექტივები

მთავარიეკონომიკა 16.02.2013
რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების შანსს ადილობრივები ოპტიმიზმით ხვდებიან. გაიზრდება თუ არა ფასები და მოთხოვნილება პროდუქციაზე; რა პროგნოზი აქვთ ეკონომისტებს.

რუსული ბაზრის რისკები და პერსპექტივები
სხვილისში მცხოვრები ფრანც ბაღჩინიანი მოწეულ პროდუქციას ძირითადად ახალციხეში ყიდის. ამბობს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთერთობის აღდგენას მიესალმება: „ტონობით ვაშლი მაქვს, დღეში 10 კილოზე მეტს ვერ ვყიდი, რა თქმა უნდა მირჩევნია გავიტანო და გაცილებით მეტ ფასად გავყიდო. რუსეთში ჩვენი ვაშლი 3 ლარი ღირს, აქ კი 1 ლარადაც ვერ ვყიდი“.

ოგანეს აკოფიანს რუსეთში ვაშლი დღემდე გააქვს, მაგრამ გაცილებით ძვირი უჯდება. ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა განბაჟება რაც შეიძლება ნაკლები ჯდებოდეს.

- „რუსეთში და უკრაინის და ბელორუსიის გავლით მიწევს შეტანა და კილოში 2 დოლარს ვიხდი. ჩემი შვილი იქ დგას და ყიდის. ბითუმად რომ ჩააბარო, იქაც იაფია და გზის ხარჯებსაც ვერ დაფარავს. თუ სახელმწიფო ხელს შეგვიწყობს, ჩვენ სხვა პროდუქტებსაც გავიტანთ“, - ამბობს იგი.

გლეხები ამბობენ, რომ დაბალი ფასის გამო მეხილეობა არამომგებიანი გახდა, რამაც ხეხილის ბაღების გაჩეხვა გამოიწვია.

- „80-იან წლებში დაახლოებით 9000 ჰექტარზე იყო გაშენებული ხახილის ბაღები, დღეისათვის არის 1200. როდესაც გლეხს ეუბნები, რომ მოკირფე ხილი და კილოგრამში 3 თეთრს მოგცემ, მას ურჩევნია ხეზე დარჩეს. ამან გამოიწვია ისიც, რომ ხილი გაძვირდა. როდესაც იქნება დაინტერესება, მოთხოვნილება იქნება და თან საკმაოდ აპრობირებულ რუსეთის ბაზარზე, ეს გამოიწვევს ხეხილის ბაღების აღდგენას. განვითარდება მეცხოველეობაც”, - გვითხრა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ბუცხრიკიძემ.

ბუცხრიკიძის თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნილების გაზრდა რეგიონში სანერგე მეურნეობის აღდგენასაც განაპირობებს: ”კარტოფილის თესლი ძვირი რომ ღირს, გამოწვეულია იმით, რომ რუსეთთან არ გვაქვს ურთიერთობა. თესლს სჭირდება ყოველწლიური განახლება, ის რაც არასამთავრობოებს შემოაქვთ, მიზერულია. გლეხი, რომელიც 2-3 ლარს კილოგრამში გადაიხდის, მოგებას ვერ ნახავს და არც სურვილი ექნება დიდ ფართობზე დათესვის”.

რუსეთის ბაზარზე დაბრუნების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს ეკონომისტი, პარლამენტის წევრი ვლადიმერ პაპავა. თუმცა, აქვე ამბობს, რომ ნებისმიერი ბაზარი,რომელიც საქართველოსთვის გაიხსნება მხოლოდ პოზიტიურია.

- ”ქვეყნის ექსპორტს გაზრდა სჭირდება. ნებისმიერი ბაზარი, რომელიც ჩნდება, სადაც შეიძლება ქართული პროდუქცია შევიდეს, ქვეყნისთვის არის დადებითი მოვლენა. ექსპორტს შემოაქვს ვალუტა, ჩვენი ექსპორტი თითქმის ოთხჯერ ჩამოუარდება იმპორტს, სავალალო მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ბაზარი, რომელიც იქნება ჩვენთვის გახსნილი, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია. თუმცა, ამავდროულად უნდა ითქვას, რომ რუსული ბაზარი არის მაღალი რისკების მქონე ბაზარი, აქ ყველაფერი შესაძლებელია. ეს რისკები თავისთავზე უნდა აიღოს ბიზნესმა, ამას სახელმწიფო ვერ აიღებს”, - ამბობს იგი.

”ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო ცენტრის” დირექტორი გურამ ჯინჭველაძე შიშობს, რომ ქართულ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, ისე, როგორც წლების წინ იყო, გაუჭირდება: ”ამასობაში რუსეთის ბაზარი სხვა ქვეყნებმა აითვისეს. პოლონეთმა მაგალითად ვაშლით, ესპანეთმა ბოსტნეულით, ყველამ თავისი ნიშა დაიკავა. იმდენს ვერ ვაწარმოებთ, როგორც ეს ქვეყნები”.

ამავე ცენტრის აგრო კონსულტანტი ზურა სადათიერაშვილი ამბობს, რომ იმ ხეხილის ბაღების მოსავალი, რაც საქართველოშია, ადგილზევე სჭირდებათ: ”ღვინოც შეიზღუდა რუსეთის ბაზარზე ჩვენი და გამკაცრდა, რადგან ჩილე, არგენტინა და ავსტრალია ჩვენზე იაფად აწვდიან”.

ბოლო წლებში კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების ბარიერად იქცა. გაიზრდება თუ არა გლეხების დაინტერესება, ამ მხრივ ჯერ უცნობია. თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის 5 თებერვალს გაკეთებული განცხადება აგრარული მიმართულების სამცხე-ჯავახეთში არავის გამოპარვია. მითუემეტს, მას შემდეგ, რაც გასულ წლებში არაერთი შემთხვევა იყო, როცა მოსახლოებას ტონობით მოსავალი გაუფუჭდა. ათეულობით ტონა კომბოსტო სარდაფებში დაულპათ 2011 და 2012 წელს ვალეში მცხოვრებლებს. გასაღების ბაზრის არარსებობისა და მოსავლის სარდაფში გაფუჭების გამო ეფექტური რეალიზების წინადადებები შეიმუშვეს და საქმეში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ ახალქალაქში მცხოვრებლებიც.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია 2006 წლის მარტში აიკრძალა. ამ წლების განმავლობაში ქართულმა მხარემ ბაზარზე დაბრუნება არაერთხელ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთთან მოლაპარაკებები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე სავარაუდოდ 2-3 თვეში უნდა დაბრუნდეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე


რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]
ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა [R]
ევროპის ბაზარი – შეხვედრა სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ფერმერებთან
„ბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს