მერვე დღეა ვალეში სასმელი წყალი არ აქვთ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 06.01.2017
მერვე დღეა ქალაქ ვალეს სასმელი წყალი არ მიეწოდება, მიზეზი ძლიერი ყინვებია. წყალმომარაგების კომპანიის მიერ „ცისტერნებით“ მიტანილი წყალი ადგილობრივებისთვის საკმარისი არ არის.

მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
ქალაქ ვალეს წყლის მიწოდება 30 დეკემბერს შეუწყდა. მოსახლეობის ნაწილი, მათ ვისაც მანაქანა ყავთ, წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ნაწილი კი წყალმომარაგების კომპანიის იმედზეა დარჩენილი.

ადგილობრივების განმარტებით „ცისტერნებით“ მიტანილი წყალი საკმარისი არ არის. გარდა ამისა, წყალმომარაგების კომპანიის მანქანა ქალაქის ცენტრში ჩერდება, ადგილობრივებს სახლამდე წყლის მიტანა –12 გრადუს ყინვაში ფეხით უწევთ.

ვალეში პრობლემის მოგვარების მიზნით ხელმოწერებსაც აგროვებენ.

„მოვითხოვთ ჩატარდეს გამოძიება, რატომ იქმნება სასმელ წყალთან დაკავშირებით ერთიდა იგივე პრობლემა სისტემატიურად.გთხოვთ გამოიძიოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზი (არის დაუდევრობა, საქმის არ ცოდნა, არაპროფესიონალიზმი თუ სხვა რამ) და მიიღოთ შესაბამისი ზომები რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ხელს 178 ადამიანი აწერს.

წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ვალეს მოსახელობას სასმელ წყალს სამი მანქანით აწოდებენ. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები სათავე ნაგებობაზე, საიდანაც ქალაქ ვალის მოსახლეობა მარაგდება.

„მძიმე ტექნიკით იწმინდება, ჩართულია მუშახელიც“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, ვალეში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერია გამოცხადებული. 2018 წლიდან ვალეში წყლის ახალი სისტემა დამონტაჟდება და ადგილობრივებს პრობლემა მოუგვარდებათ.

მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


17.01.2017 მოხის სკოლის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს

16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

17.01.2017 2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

მეხუთე დღეა ვალეში მცხოვრებლებს წყალი არ აქვთ
გამგებლის წარმომადგენელი ვალეში: „ორ დღეში ვალეში წყალი მოვა“
გიორგი ბაგინაშვილი: ვალეში წყლის მიწოდება შეიძლება დღესაც აღდგეს
ერთი კვირაა დაბა ასპინძას სასმელ წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური აწვდის
ვალელებს წყალი ისევ არ აქვთ
ვალეში სასმელი წყლის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა
ვალეში 100-მდე ოჯახს ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს