"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.01.2017
ახალციხეში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეები, ქრისტეშობას აღნიშნავენ. ღვთისმსახურება დღეს, 5 იანვარს რაბათში მდებარე გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ ეკლესიაში აღევლინა.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]

გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ ეკლესიაში ლოცვა ახალციხისა და ბორჯომის სათვისტომოების სულიერმა მოძღვარმა, ბერმა ჰაკობ სააკიანმა აღავლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ მორწმუნეები სახლში ანთებული სანთლებით დაბრუნდნენ.

შობის წინა დღეს “ჩრაგაუიცი“ (ლამპრების ანთება) ეწოდება და 5 იანვარს აღინიშნება. საღამოს ეკლესიებში ლიტურგია ტარდება, მორწმუნეებს ეკლესიიდან სახლში საშობაო ცეცხლი მიაქვთ, რაც ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლოა.

ხვალ, 6 იანვარს ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდება, რის შემდეგაც წყალს აკურთხებენ და მრევლს დაურიგებენ. წყლის კურთხევა მდინარე იორდანეში ქრისტეს ნათლობის სიმბოლოა.

7 იანვარს კი სომეხი მოსახლეობა მერელოცს, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნავს. საღვთო ლიტურგიის შემდეგ ეკლესიებში მიცვალებულთა სულების განსვენებისთვის ლოცულობენ და საფლავებზე გადიან.

შობისწინა კვირა — 30 დეკემბრიდან 5 იანვრის საღამომდე — სომეხი მოსახლეობისთვის მარხვის კვირად მიიჩნევა. ეკლესიებში საშობაო ლიტურგიის აღვლენის შემდეგ მთავრდება. მორწმუნეები ერთმანეთს ესალმებიან სიტყვებით: „ქრისტე იშვა და გამოგვეცხადა! ნეტარ არს ქრისტეს გამოცხადება!“

შობის დღესასწაულზე მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს თევზი (ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო) და ტკბილი ფლავი ქიშმიშითა და ჩირით (ბრინჯი მთელი კაცობრიობის სიმბოლოა, ქიშმიში კი რჩეულების). საშობაო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ასევე წითელი მშრალი ღვინო. ზოგიერთ ოჯახში მიღებულია ასევე ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა და მწვანილი, ძირითადად ისპანახი.

შობის დღესასწაული სომეხი მოსახლეობისთვის 13 იანვრამდე გრძელდება.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


27.03.2017 რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები

27.03.2017 ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო

27.03.2017 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.03.2017 რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის [გზამკვლევი]

28.03.2017 სამცხე–ჯავახეთის სამზარეულო წიგნად გამოიცა

28.03.2017 ახალი ნაგავმზიდებით ნარჩენებს ახალციხის ყველა ქუჩიდან ვერ გაიტანენ

28.03.2017 ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]
მართლმადიდებელი მრევლისათვის შობის მარხვა დაიწყო
მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულისთვის ემზადება
სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ აღდგომა იზეიმა [Photo]

საშობაო ღამისთევა ამაღლების ტაძარში [Video]
მართლმადიდებლური სამყარო შობას ზეიმობს
სომეხთა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიებმა აღდგომა იზეიმეს [Video]