სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა

მთავარიეკონომიკა 05.01.2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტი 15 400 000 ლარი განისაზღვრა. წინა წელთან შედარებით 3 400 000 ლარით არის გაზრდილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ დაფინანსება ბიუჯეტით გათვალისწინებულ თითქმის ყველა პროგრამას გაეზარდა.

2016 წელთან შედარებით, 2 315 300 ლარით მოიმატა 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებამ და შეადგინა 5 055 300 ლარი, რაც აღნიშნულ სფეროში 84,5% ზრდას გულისხმობს.

833 600 ლარით გაიზარდა ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მათი რეაბილიტაციის დაფინანსებამ.

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 3 697 300 ლარით განისაზღვრა. 2016 წელთან შედარებით აღნიშნული სფეროს დაფინანსება 663 900 ლარით არის გაზრდილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და სპორტული დაწესებულებებისათვის გამოყოფილმა თანხამ კი 1 954 00 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის დასაწყისში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სამუსიკო და სასპორტო სკოლებში უფასო გახდა სწავლება. ადგილობრივი ხელისუფლება 2017 წელსაც სრულად უზრუნველყოფს მოსწავლეების გადასახადის დაფინანსებას.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 1 727 100 ლარია გათვალისწინებული, რამაც წინა წელთან შედარებით 563 300 ლარით მოიმატა.

წყარო:ბორჯომის მუნიციპალიტეტი

[sknews.ge]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
ახალციხის ბიუჯეტი 5.624.670  ლარით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]
ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
ახალციხის თემის ბიუჯეტი, ნაშთის ხარჯზე, 2.390.000 ლარით გაიზარდა
ახალციხის ბიუჯეტი 202 400 ლარით გაიზარდა
ახალციხის ბიუჯეტი 668,476 ლარით გაიზარდა
ახალქალაქში პროგრამულ ბიუჯეტზე არ გადასულან