სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი ლაზარე დაინიშნა

მთავარისაზოგადოება 05.01.2017
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი)დაინიშნა.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი ლაზარე დაინიშნა

ყოვლადუსამღვდელოესი ლაზარე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსად დანიშვნამდე, გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი იყო. იგი ეპისკოპოსად 2014 წლის 11 ივნისს აკურთხეს.

ეპისკოპოსი ლაზარე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველად 3 იანვარს წარადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით წმ. ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინეს, რომელსაც წმინდა სინოდის მღვდელთმთავრები დაესწრნენ.

ეპისკოპოსი ლაზარე (ერისკაცობაში – დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი) 1955 წლის 20 ივლისს, თბილისში დაიბადა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომ – ბაკურიანის ეპარქიას 21 წლის განმავლობაში მეუფე სერაფიმე მოღვაწეობდა. მეუფე სერაფიმემ ეპარქია 2016 წლის აპრილში დატოვა.


მეუფე სერაფიმეს შემდეგ, ბორჯომ – ბაკურიანის ეპარქიას, დროებით ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, შემდეგ კი გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპლოტი ანდრია (გვაზავა) ხელმძღვანელობდა.

მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქომ მეუფე სერაფიმეს წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, თუმცა მეუფეს ეპარქიიდან წასვლის მიზეზი განმარტებული არ იყო.

[sknews.ge]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას დროებითი მმართველი ჰყავს
საპატრიარქოს განცხადება მეუფე სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლის შესახებ
ბორჯომ – ბაკურიანის მეუფემ ეპარქია დატოვა
თამაზ ლომიძის ინფორმაციით, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა
მიტროპოლიტ სერაფიმეს სინოდმა მღვდელმოქმედება აღუდგინა
ბორჯომში მრევლმა  მეუფე  სერაფიმეს მხარდასაჭერად აქცია გამართა
სად არის მეუფე სერაფიმე