ღვინის სააგენტო - ღვინის წლიური ექსპორტი 38%-ით გაიზარდა

მთავარიეკონომიკა 04.01.2017
ღვნის სააგენტოს ცნობით, 2016 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ღვინის სააგენტო - ღვინის წლიური ექსპორტი 38%-ით გაიზარდა

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:
ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ 2015 წელთან შედარებით შეადგინა- 98% (5 299 149 ბოთლი), უკრაინა - 70% (5 811 050), რუსეთი - 49% (27 222 076), პოლონეთი - 46% (2 329 820), კანადა - 34% (210 936), ბელარუსი - 30% (1 174 362), დიდი ბრიტანეთი - 28% (97 226), ესტონეთი - 25% (631 632), ყირგიზეთი - 24% (230 776), აშშ - 19% (294 382), ლატვია - 19% (1 258 632), იაპონია - 15% (159 654), გერმანია - 6% (292 454), ჩეხეთი - 353% (119 648) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (27 222 076 ბოთლი), უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი (3 393 435) და პოლონეთი (2 329 820).

ამასთან, 2016 წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 367 886 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 43%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 23,12 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდამ 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.

ექსპორტირებულ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შორის პირველ ადგილს იკავებს „ქინძმარაული“ – 7 417 333 ბოთლი, შემდეგ ხუთეულში მოდის „მუკუზანი“ – 2 568 547, „წინანდალი“ – 2 023 915, „ახაშენი“ – 923 780 და „ხვანჭკარა“ – 413 823 ბოთლი.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 194,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 146,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 32% შეადგინა.

[sknews.ge]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

22.02.2017 205 000 ლარი რეგიონული რაგბის კლუბისთვის

22.02.2017 ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე შეზღუდვა მოქმედებს

22.02.2017 ახალციხე დღეს [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 11 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის იანვრის მონაცემები
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 5 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 9 თვის მონაცემები [R]
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 4 თვის მონაცემები (R)