"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

როცა საახალწლო სუფრაზე, ყველაზე ძვირფასი სასმელი წყალია – უწყლობის ერთი კვირა ვალეში

მთავარისაზოგადოება 03.01.2017
29 დეკემბრიდან, ქალაქ ვალეს სასმელი წყალი არ აქვს. ადგილობრივებს ეუბნებიან, რომ მიზეზი ძლიერი ყინვებია და ვიდრე ამინდები არ გამოვა, პრობლემა ვერ მოგვარდება. ერთადერთ გამოსავლად ვალელებს წყლის 'ცისტერნებით' მიწოდებას სთავაზობენ.

როცა საახალწლო სუფრაზე, ყველაზე ძვირფასი სასმელი წყალია – უწყლობის ერთი კვირა ვალეში

ქალაქ ვალეში მცხოვრებლებს საახალწლო სამზადისის დიდი ნაწილი სასმელი წყლის მომარაგებაში დაეხარჯათ. დასალევ, დასარეცხ და დასაბან წყალს, ვალელები ქალაქის განაპირა უბნებიდან ხელით, მანქანებით ან ტაქსებით, თითქმის ერთი კვირაა ეზიდებიან.

სასმელი წყლის გარეშე ვალის უმეტესი მოსახლეობაა დარჩენილი, ის ოჯახები, ვისაც წყალი, განრიგით მიეწოდებოდა, სათავე ნაგებობიდან. მათ, ვისაც მთიდან წამოსული წყალი თვითდინებით მიეწოდებათ, ასეთი ძირითადად ვალის განაპირა უბნებში მცხოვრები ოჯახები არიან, წყალი 24 საათის განმავლობაში აქვთ. სწორედ ამ ოჯახებისგან ეზიდება სასმელ წყალს უწყლოდ დარჩენილი ქალაქი ვალე.

ადგილობრივები ჩივიან, რეკავენ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც და წყალმომარაგების კომპანიაშიც, თუმცა, დაზუსტებულ პასუხს, როდის ექნებათ წყალი, ვერ იღებენ.

სასმელი წყლის პრობლემა, მთელი კვირაა, სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება. ამ პრობლემის გამო, დახმარების მიზნით, არაერთი წერილი შემოვიდა 'სამხრეთის კარიბჭეშიც'.





"გვეუბნებიან, რომ სათავე ნაგებობაზეა პრობლემა, მდინარე გაიყინა და წყალი აღარ შედის. ამაზე უფრო ძლიერი ყინვები ყოფილა, მაგრამ ასეთი პრობლემები არ ყოფილა", – გვეუბნება ჯაბა ნათენაძე.

ძლიერ ყინვებს უკავშირებენ უწყლობას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც. როგორც 'სამხრეთის კარიბჭეს' კომპანის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, სათავე ნაგებობა იმდენადაა გაყინული, რომ ამ ეტაპზე რაიმეს გაკეთება შეუძებელია: "ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ, მაგრამ სქელი ყინულია და გაკეთება შეუძლებელია, ვიდრე ამინდები არ გამოვა".

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობისთვის წყლის მანქანებით მიწოდებაა: "ხვალ დილიდან დაიწყებენ ადგილობრივების წყლით მომარაგებას".

წყლის ავზიანი მანქანებით მიწოდებას რომ დაჰპირდნენ, ამას ვალეში მცხოვრებლებიც გვეუბნებიან.

"ერთი 'ტაშტი' წყალი ვის რაში ეყოფა, ალბათ ადვილი მისახვედრია", – ამბობენ უწყლოდ დარჩენილი ვალელები.

აღსანიშნავია, რომ ვალეში მცხოვრებლებს წყლის პრობლემები პირველად არ აქვთ. ასევე უწყლოდ გაატარეს მათ ზაფხულის დიდი ნაწილიც. ამაზე 'სამხრეთის კარიბჭეს' არაერთი მასალა აქვს მომზადებული. მაშინ მიზეზად, ზაფხულის სიცხეებს ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ მდინარის დონემ დაიკლო და სათავე ნაგებობაში წყალი აღარ შედიოდა.

ვალეში არსებული პრობლემის შესახებ იციან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გამგებელი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ 30 დეკემბრიდან დღემდე, ვალეში, სათავე ნაგებობასთან ყოველდღე თავად, პირადად მიდის, მუშაობს წყალმომარაგების კომპანია და თუ რაიმე დახმარებაა საჭირო, მაგალითად ტექნიკით, გამგეობაც ეხმარება. თუმცა, დაბალი ტემპერატურის გამო, პრობლების საბოლოოდ აღმოფხვრა ვერ ხერხდება: "იმუშავა ტექნიკამ, გაწმინდა, გუშინ წყალი მივიდა, თუმცა წუხანდელმა ყინვამ ისევ გადაყინა მაგისტრალი".

გამგებელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არის, კომპანია მოსახლეობას წყალს 'ცისტერნებით' დაურგებს: "გამგეობა დაემარება ყველაფერში, რაც საჭირო იქნება, მუშახელი თუ ტექნიკა".

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ დანარჩენი ვალეც იმ წყლით მომარაგდეს, რომელიც თვითდინებით მოდის, გამგებელი ამბობს, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია. გამგებელი გვთანხმდება იმაშიც, რომ ეს პრობლემა ვალეს თითქმის ყოველ ზამთარსა და ზაფხულში აქვს და კითხვაზე, ამ მოცემულობაში, რა ეშველება ვალეს, მუშაობენ თუ არა წყლის მიწოდების ალტერნატიულ გზაზე, გვპასუხობს: "წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ ამ თემაზე. მიზეზი ისაა, რომ ვალეში მოძველებული, 1950–იან წლებში აშენებული ქსელია, ამორტიზებულია და გამოსაცვლელია. ახლა მიდის მუშაობა, პროექტი შედგენილია და გვპირდებიან, რომ ამ წელს სისტემა შეიცვლება".

ვიდრე სისტემა შეიცვლება, ან დათბება, – ამ ორივე შემთხვევას კი დიდი დრო სჭირდება, ვინაიდან ჯერ არც დაფინანსების საკითხია ბოლომდე გარკვეული სარეაბილიტაციო სამშაოების დასაწყებად და სამცხე–ჯავახეთის მკაცრი ზამთარიც ჯერ დასრულებას არ აპირებს, ვალელებს წყლის ზიდვა ისევ ტაქსებით და მანქანებით, მიმდებარე სოფლებდან მოუწევთ. მაგალითად, ვალეს მეზობლად სოფელ პამაჯთან, დღეს დილითა უკვე იყო რიგები, სახლში წყლის მისატანად.





[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდას ბიოლოგიასა და უცხო ენებში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2017 ახალგაზრდული პროექტი ადრეული ქორწინების პრევენციისთვის

25.05.2017 ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ახალციხეში საჯარო ტრენინგი ჩატარდება

25.05.2017 „მოდი ღამე მუზეუმში"– სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს

25.05.2017 ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
მეხუთე დღეა ვალეში მცხოვრებლებს წყალი არ აქვთ
ვალეში 100-მდე ოჯახს ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
ვალელები სასმელი წყლის ყოველდღიურად მიწოდებას ითხოვენ
ვალელებს წყალი ისევ არ აქვთ
გამგებლის წარმომადგენელი ვალეში: „ორ დღეში ვალეში წყალი მოვა“
დაბა ასპინძას  წყალს  ისევ წყალმზიდებით აწვდიან