რას კითხულობდა 'სამხრეთის კარიბჭეს' მკითხველი 2016 წელს

მთავარისაზოგადოება 30.12.2016
გთავაზობთ იმ ახალი ამბების, სტატიები, ფოტოისტორიების, სიუჟეტებისა და გადაცემების ჩამონათვალს, რასაც "სამხრეთის კარიბჭეს" მკითხველი 2016 წელს ყველაზე ხშირად ეცნობოდა.

რას კითხულობდა 'სამხრეთის კარიბჭეს' მკითხველი 2016 წელს

ყველაზე პოპულარული ახალი ამბავი

ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა

2016 წელს, ყველაზე მეტი ნახვა ჰქონდა ახალ ამბავს იმის შესახებ, ვინ შეარჩია "ქართულმა ოცნებამ" ქალაქ ახალციხის მერობის კანდიდატად რიგგარეშე არჩევნებზე. ახალციხეში მერის რიგგარეშე არჩევნები იმის გამო დაინიშნა, რომ ყოფილმა მერმა გიორგი კოპაძემ მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ქალაქის მერის კანდიდატურაზე რამდენიმე პიროვნება სახელდებოდა, თუმცა, არასდროს გაჟღერებულა ვლადიმერ ზედგინიძე, ამიტომ, ამ ახალ ამბავს ძალიან სწრაფადვე ჰქონდა ძალიან ბევრი ნახვა.


ყველაზე პოპულარული სტატია

სოფელ სვირში ქალს ოჯახის ხანდაზმულ წევრზე ძალადობაში ამხელენ

20,000–მდე ადამიანმა წაიკითხა სტატია, რომელიც ახალციხის ერთ–ერთ სოფელში, ხანდაზმულ ქალზე, ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, საქმეში ჩაერთო ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალური სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ოჯახში ყოველ დღე არაერთი უწყებიდან მიდიოდნენ, ოჯახის წევრებმა ქალს, რომელზეც მანამდე ძალადობდნენ, მოუარეს – დაბანეს, ჩააცვეს და წამლები უყიდეს. სამწუხაროდ, რამდენიმე თვის შემდეგ მისი ცემა ისევ დაიწყეს და ამ ეტაპზე, სოციალური სამსახურის ჩარევით, ქალი მზადდება თავშესაფარში გადასაყვანად.


ყველაზე პოპულარული ფოტოამბავი

ლოცვა მოხეს სადავო შენობაში [Photo]

"სამხრეთის კარიბჭეზე" გამოქვეყნებულ თითქმის ყველა ფოტოისტორიას, ძალიან ბევრი ადამიანი ნახულობდა. თუმცა, ამ ისტორიებს შორის, ყველაზე პოპულარულია ფოტოსერია, რომელიც სოფელ მოხეში, მუსლიმების სადავო შენობაში ლოცვის დაწყებას ეხება. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ე.წ. მოხეს კომისიამ შენობის კუთვნილების საკითხი ვერ გადაწყვიტა, მუსლიმები თვითნებურად შევიდნენ სადავო შენობაში და ლოცვა დაიწყეს. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, პოლიციამ შენობის შესასვლელი ფიცრებით ჩაკეტა და მას პოლიციის ლენტი შემოავლო. ამის შემდეგ, ყოველ პარასკევს, მუსლიმები ღვთისმსახურებას შენობის გარეთ ასრულებდნენ.

ყველაზე პოპულარული მულტიმედია მასალა

ახალციხე სეტყვის შემდეგ – ფოტო/ვიდეო სოციალური ქსელიდან

2016 წელს, ახალციხეს სტიქიამ რამდენჯემრე შეუტია. თუმცა, სხვა სტიქიებისგან განსხვავებით, 3 აგვისტოს ქალაქში იყო თითქმის ნახევარსაათიანი სეტყვა, რომლის შედეგად ქალაქში სეტყვის ნიაღვრები მიდიოდა. ფოტომასალა, რომელიც ვრცელდებოდა, ხშირად ეგონათ ფოტომონტაჟი. ამ სტიქიამ ქალაქი და მისი არაერთი მცხოვრები სერიოზულად დააზარალა.

ყველაზე პოპულარული რეპორტაჟი

ორიგინალური მანქანების კონსტრუქტორი ახალციხიდან [Video]

2016 წელს ვცდილობდით თქვენთვის გაგვეცნო ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, ჩვენ კი მათზე ბევრი რამ არ ვიცით. ჩვენს მომზადებულ ვიდეორეპორტაჟებში კი ყველაზე პოპულარული ახალციხელი კონსტრუქტორის ისტორია აღმოჩნდა. მას ბევრი იცნობდა, როგორც ბიზნესით დაკავებულს, თუმცა, მისი ამ ჰობის შესახებ, როგორც აღმოჩნდა, ცოტამ თუ იცოდა.

ყველაზე პოპულარული გადაცემები
"სამხრეთის კარიბჭე" 2016 წელს, სამ ონლაინ გადაცემას ამზადებდა: 'კვირის აქცენტი' – რომელიც კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს ეხებოდა, 'მეურნე' – სასოფლო–სამეურნეო მიმართულების გადაცემა და ახალგაზრდული გადაცემა, რომელიც ჯერ ვარლამ წიკლაურს მიჰყავდა, რედაქციიდან მისი წასვლის შემდეგ კი იგი ლუბა გიორგაძემ გადაიბარა.

ყველაზე ყურებადი "კვირის აქცენტი" იყო: რა ცვლილებები ელის ახალციხეს[Video]

გადაცემის სტუმარია ახალციხის ახალარჩეული მერი ვლადიმერ ზედგინიძე, რომელიც საუბრობს რის შეცვლას აპირებს ქალაქში ინფრასტრუქტურის კუთხით, რას აპირებს უკანონო მშნებლობებთან და ტროტუარებზე გადმოდგმულ სავაჭრო ობიექტების კიბეებთან მიმართებით და ასევე, ახალმა მერმა პირველად ამ გადაცემაში გააჟღერა ის პირობები, რითაც იხელმძღვანელებდა საკადრო ცვლილებების დროს.

ყველაზე ყურებადი "მეურნე" იყო მწყერის ფერმა [Video]

გადაცემა ეხება ახალგაზრდა მეწარმეს, მამუკა ფეიქრიშვილს, რომელმაც სახლში მწყერის ფერმა მოაწყო. იგი ურჩევს სხვებს, როგორ უნდა დაიწყონ ეს საქმიანობა და რას უნდა მიაქციონ ყურადღება.

და ბოლოს, ყველაზე ყურებადი ახალგაზრდული გადაცემა: ყვავილებით დაწყებული ბიზნესი [Video]

'მეურნეს' მსგავსად, ამ გადაცემის მთავარი გმირიც სტუდენტია რომელმაც ავტომობილის შესაძენად შეგროვებული თანხით ყვავილების მაღაზია გახსნა.


16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

13.01.2017 არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

16.01.2017 ახალციხის თემი ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

2014 წლის ყველაზე პოპულარული და უცნაური სახელები
კვირის აქცენტი: რა ცვლილებები ელის ახალციხეს[Video]
60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ
ახალგაზრდული გადაცემა: ყვავილებით დაწყებული ბიზნესი [Video]
მეურნე: მწყერის ფერმა [Video]
კვირის აქცენტი: რა ფორმით ირღვევა ყველაზე ხშირად ბავშვთა უფლებები [Video]
სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’