"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.12.2016
დღეს, 29 დეკემბერს, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მერიის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის – "ჩემი თვალით დანახული ახალციხე" ფარგლებში, ფოტოგამოფენა მოეწყო და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პირველი ადგილი თემურ ინასარიძეს ერგო, ფოტოსთვის, რომელზეც ახალციხის ხელოვნური ტბის ღამის ხედია;

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ


ჟიურიმ შეარჩია და დააჯილდოვა ყველაზე ორიგინალური ფოტო, თამარ მეფის ძეგლის ფონზე გადაღებული ახალციხის ციხე, რომლის ავტორი შოთა ნარიმანიშვილია.

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„ამ კონკურსმა იმის შანსი მომცა, რომ ჩემი გადაღებული ფოტოები ფართო საზოგადოებისათვის მეჩვენებინა. პირველი ადგილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სტიმული, რომ გავაგრძელებ მსგავს კონკურსებში მონაწილეობას“, -გვითხრა ფოტოკონკურსის გამარჯვებულმა თემურ ინასარიძემ.

ფოტოკონკურსის გამარჯვებულები, ხელოვანებისგან, არქიტექტორებისგან და ფოტოგრაფებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ადგილზე გამოავლინა.

ფოტოკონკურსი მერიამ მიმდინარე წლის ნომებერში გამოაცხადა. კონკურსზე 19 ნამუშევარი შევიდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს, 16 წლის ასაკიდან. ფოტოები აუცილებლად ქალაქ ახალციხეში უნდა ყოფილიყო გადაღებული. თემატიკა შეზღუდული არ იყო.

ფოტოკონკურსზე შესული ფოტოები ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაშია გამოფენილი. ფოტოები ბიბლიოთეკაში 14 იანვრამდე დარჩება და მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.08.2017 პირველკლასელები Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.08.2017 სოფელ დაბის რწმუნებული: ხანძარი დასახლებიდან ერთ კილომეტრშია

21.08.2017 ბორჯომში ხანძარი გაძლიერდა [Photo]

21.08.2017 ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

21.08.2017 ადიგენის სამ სოფელს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ვინ როგორ ხედავს ახალციხეს  – ფოტოგამოფენა და დაჯილდოება
როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება
ახალციხის მერია აცხადებს ფოტოკონკურსს -  'ჩემი თვალით დანახული ქალაქი'
ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
კონკურსში 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ