2016 წელი მოქალაქეების თვალით

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.12.2016
ყველაზე კარგი და ცუდი მოვლენები და გამართლებული და გაუმართლებელი იმედები – 2016 წელს, რომელიც სულ რაღაც 5 დღეში მიიწურება, ადგილობრივები აფასებენ.

2016 წელი მოქალაქეების თვალით

ადგილობრივების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს წელი გამორჩეული არაფრით ყოფილა და არც რაიმე დასამახსოვრებელი დაუტოვათ.
„ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივად ჩაიარა ამ წელმა, ჩემთვის ცუდი ნამდვილად არყოფილა, არც განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა“, - გვეუბნება ლამარა კირაკოსიანი.

2016 წელს არ უჩივის მალხაზ ანთაძე. მისი თქმით, წლის განმავლობაში ბევრი კარგი გაკეთდა, თუნდაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების კუთხით, თუმცა არ მალავს, რომ მომავალ წელს უკეთესის სურვილი აქვს: „ზოგადად ცუდი წელი ნამდვილად არ ყოფილა, ქვეყანაში რაღაცეები კეთდება, იგება გზები, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რა ვიცი, სხვა რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, მომავალ წელს უკეთესს ვისურვებდი“.

ფიქრობს, რომ 2016–მა წელმა ნაყოფიერად ჩაიარა და აქვე, მომავალ წელს უკეთესის იმედი აქვს გიორგი აბულაძესაც: „განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონია, მაგრამ, ვფიქრობ კარგი წელი იყო. ქვეყანაში კეთდება რაღაცეები, იგება გზები, ჯანდაცვის სისტემასაც არა უშავს. კარგი იქნება თუ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს მთავრობა მოსახლეობას მომავალ წელს“.

რესპონდენტების ნაწილი ამბობს, რომ 2016 წლის მთავარი მოვლენა, ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება იყო, რამაც დნარჩენი, პოზიტიური მოვლენებიც გადაფარა.

„უმუშევრობაა, ხალხი ვალებშია გაჭედილი, ამაზე მეტი რაღა უნდა ყოფილიყო. რა მნიშვნელობა აქვს, მექნება თუ არა კარგი მოლოდინი, ამ მდგომარეობას ვეღარაფერი გამოასწორებს“, - გვეუბნება იური ინასარიძე.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა ლარის ვარდნამ გააუარესა, ამას კი ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

„იმედები და მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. რა დღეშია ხალხი, მთელი დღე ტაქსით ვმუშაობ და დღის ბოლოს სახლში 4 ლარი ძლივს მიმაქვს. არ აქვს ხალხს ფული და რად უნდათ ტაქსი, ლარი კუპონად იქცა“, - გვეუბნება ადგილობრივი სოსო ვოსკანიანი.

მიმდინარე წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი ჰქონდა ვლადიმერ პოღოსიანს, თუმცა იმედი მასაც გაუცრუვდა.

„საარჩევნო წელი იყო და გვეგონა რაღაცა უკეთესობისკენ წავიდოდა, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა, წაიღეს ხმები და წავიდნენ, რაღაში აინტერსებთ ხალხის მდგომარეობა“, – ამბობს იგი.

2016 წლის მთავარ მიღწევად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებენ ნინოწმინდაშიც. მთავარ პრობლემად კი აქაც უმუშევრობა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ადგილობრივი პროდუქციის დაბალი ფასები მიაჩნიათ. ჯავახეთში განსაკუთრებით ჩივიან იმას, რომ კარტოფილის რეალიზება ჭირთ, ეს კი აქ შემოსავლის მთავარი წყაროა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.02.2017 დღეს შენდობის დღეა

25.02.2017 სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video]

25.02.2017 ხვალ პატრიარქი წირვას აღავლენს

25.02.2017 ახალციხეში „ნადირობის შესახებ“ კანონპროექტი ხმაურის ფონზე განიხილეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

საჯარო მოხელეებს 2016 წელი ეამაყებათ
ხელისუფლება,  ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 2015 წელს აფასებს
რითი ამაყობენ სამცხე–ჯავახეთში საჯარო მოხელეები 2014 წელს?
წელიწადი, რომელსაც ვერაფრით გამოარჩევენ
რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
NDI: 66% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი