სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საჯარო მოხელეებს 2016 წელი ეამაყებათ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 29.12.2016
რა მიაჩნიათ წლის მთავარ მიღწევად რეგიონში სამცხე–ჯავახეთში მომუავე საჯარო მოხელეებს;

საჯარო მოხელეებს 2016 წელი ეამაყებათ

ქალაქ ახალციხის მერის ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, ყველაზე კარგი, რაც 2016 წელს ახალციხეში გაკეთდა, ინფრასტრუქტურული პროექტებია.

„მიღწევა არ არის ის, რომ ქუჩებში სადაც ასფალტი არასდროს ყოფილა, დაიგო?! ქალაქის უმეტესი ქუჩები განათდა. მოწესრიგდა შევჩენკოს ქუჩა, ასფალტი დაიგო რაბათის უბნებში“, – ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე და ამატებს– „ქალაქის კეთილმოწყობას რომ დავასრულებთ, შემდეგ ფუფუნებაზეც გადავალთ“.

რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მათ მუნიციპალიტეტებში გაკეთდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მოსახლეობის სამედიციო დახმარებაა.

„ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახროციელეთ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი ქონების და საშემოსავლო გადასახადებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვფიქრობ, ეს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრლური ხელისუფლების სწორი მუშაობის შედეგია“, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე მიიჩნევს, რომ 2016 წელი მუნიციპალიტეტისთვის პოზიტიური და წარმატებული აღმოჩნდა. მათი მუშაობის შედეგი კი საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმებით დასტურდება.

„დაიგო უფრო მეტი გზა, გარემონტდა უფრო მეტი საცხოვრებელი სახლი , მოწესრიგდა წყლის სისტემა. ვფიქრობ რომ 2016 წელმა ძალიან პოზიტიურად ჩაიარა. ჩვენგან არ გაბრუნებულა არცერთი მოქალაქე, რომელსაც არ მიუღია სამედიცინო დახმარება. ამისთვის ბიუჯეტში ორჯერ მოგვიწია თანხის დამატებამ. ადამიანებისთვის ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ მათი მოთხოვნები დაგვკმაყოფილებინა. არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერა გამოწვეული იყო ჩვენი მუშაობის შედეგით“, – ამბობს ზაქარია ენდელაძე.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს ისეთი პროექტები დაფინანსდა, რომელიც 2016 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული არ იყო.

„დამატებითი პროექტები დაგვიფინანსდა მთის სტატუსის გამო. ამ მხრივ წელს განვახორციელეთ გომაროს და ჭულეს გზის რეაბილიტაცია. მოეწყო უდის 1000–ტონიანი რეზერვუარი. ჩვენი გეგმის მიხედვით გვაქვს 100 %–იანი შესრულება“, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით ამაყობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაც.

„ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით. მოწესრიგდა სასმელი წყლის სისტემა, დაიგო ასფალტი. ჩვენ რაც გვევალება, კარგად ვართმევთ თავს“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

მისი თქმით, ერთადერთი რაც მუნიციპალიტეტისთვის არც თუ სასიამოვნო იყო ეს არის, რომ 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გამოთანაბრებითი ტრანსფერი აღარ ექნება, თუმცა გაეზრდება ქონების გადასახადიდან შემოსული თანხა: „ქონების გადასახადი ჩვენს ბიუჯეტში შემოვიდა და ძალიან კარგი წელი იყო, ცუდი იყო იმით, რომ გამოთანაბრებით ტრანსფერი წაგვართვეს მომავალი წლისთვის. ტრანსფერი 2 მილიონი იყო, გაცილებით მეტი იქნება ქონების გადასახადიდან შემოსული თანხა, თუმცა კარგი იქნებოდა ორივე დაგვრჩენოდა“.

ნაყოფიერად აფასებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას. მისი თქმით, 2016 წელს სოციალური პროგრამებითვის 1 500 000 ლარი გაიხარჯა: „მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. მე ვთვლი, რომ ეს წელი იყო ნაყოფიერი. ქვეყნის მასშტაბით სამი ქალაქიდან, ბორჯომი ერთ–ერთია, სადაც ევროკავშირი მოსახლეობაზე გრანტის სახით ჯამში 1 000 000 ლარს გასცემს“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის შალვა ბალახაძის განმარტებით, წარმატებით განხორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, 2016 წელი ახალქალქელებისთვის კულტურული და საგანმანათლებლო კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი: „ხშირად ტარდებოდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალშიც მივიღეთ მონაწილეობა და გამარჯვებულები დავბრუნდით“.

მისი თქმით, ბევრ სოფელში და მათ შორის ახალქალქშიც მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მოასფალტდა გზები, რამდენიმე სოფელს მოუგვარდა წყლის პრობლემა: „წარმატებით ხორციელდება პროექტები, თუმცა მკაცრი კლიმატური პირობების გამო რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერება მოგვიწია“.

მიმდინარე წლის მუშაობით კმაყოფილია ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კარსლიანიც.

„95%–ით შევასრულეთ სამუშაოები. ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ?! მოასფალტდა გზები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლებს, გარემონტდა სპორტული მოედნები, დამონტაჟდა გარე განათებები“, – განმარტავს გაგიკ კარსლიანი.

[თინათინ ზაზაძე, სამცხე–ჯავახეთი]


18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

18.09.2017 ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება

18.09.2017 ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა

18.09.2017 ახალციხის 8 სკოლაში 421 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2017 რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია

19.09.2017 დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე

19.09.2017 ‘არ ვიცი რატომ ჩავარტყი დანა, ახლაც მიყვარს’ – ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენებიდან

19.09.2017 მესხეთის თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი ჩატარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

რითი ამაყობენ სამცხე–ჯავახეთში საჯარო მოხელეები 2014 წელს?
ხელისუფლება,  ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 2015 წელს აფასებს
გუბერნიაში მიმდინარე და მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
ადიგენის გამგებლის საამაყო პროექტები და ოპოზიციის კრიტიკა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 5 მილიონი ლარი მოხმარდება
ახალციხის ბიუჯეტი 5.624.670  ლარით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში