საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში

მთავარისაზოგადოება 30.12.2016
ახალი წლის ღამეს ახალციხეში რამდენიმე ბარ–რესტორანი იმუშავებს. მათთვის, ვისაც სურს ახალ წელს განსხვავებულ გარემოში შეხვდეს, არჩევანი არც თუ ისე დიდია.’სამხრეთის კარიბჭემ’ ქალაქში არსებული ობიექტების საახალწლო პროგრამა და პირობები მოიძია.

საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში

რესტორანი „ლომსია“

საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში ახალი წლის ღამეს, „ლომსიაში“ერთი პერსონა 70 ლარი ღირს. რესტორანს სპეციალური პროგრამა აქვს მომზადებული. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს Dj $anNy, ხოლო პროგრამას წაუძღვება Sali. საახალწლო პროგრამაშია: პრიზების გათამაშება, ჰოროსკოპები, კარაოკე, სინქრონული ცეკვები და თამაშები ექსპრომტად. 40%–იანი ფასდაკლება სასმელებზე, ხოლო 25%-იან ფასდაკლება იქნება სასტუმროს ოთახებზე. ადგილი წინასწარ უნდა დაიჯავშნოს.

რესტორანი „ალავერდი“

საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში "ალავერდში“ ერთი ადამიანისათვის ღირებულება 55 ლარით განისაზღვრება. საღამო 23:00 საათზე დაიწყება. რესტორანში მომზადებულია გასართობი შოუ–პროგრამა და სიურპრიზები. იქნება ცოცხალი მუსიკა საქსაფონის, ვიოლინოსა და ტამტამების ფონზე. იმღერებს ადგილობრივი სიმღერის ანსამბლი, შესრულდება ქართული ხალხური სიმღერებიც. საღამოსთვის მოწვეულია წამყვანი.

რესტორანი „ჯინო ველნეს რაბათი“

საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში რაბათის ისტორიულ კომპლექსში არსებულ რესტორანში ახალი წლის ღამის გატარება ერთი პერსონისათვის 50 ლარია. გასართობი საღამო 23:00 საათზე დაიწყება. ადგილების დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი. გასართობი პროგრამის პარალელურად იქნება ცოცხალი მუსიკა, სიმღერებს თბილისიდან მოწვეული ორი მომღერალი შეასრულებს.

რესტორანი „რაბათი“

საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში ახალი წლის ღამეს გასართობ პროგრამას სთავაზობს მსურველებს „რაბათი“. ერთი ადამიანისათვის ღირებულება აქ 45 ლარია. რესტორანში საღამო 23:00 საათიდან დაიწყება. ადგილი წინასწარ უნდა დაიჯავშნოს. პროგრამაში შედის ცოცხალი მუსიკა თბილისიდან მოწვეულ წამყვანებთან და მომღერლებთან ერთად. რესტორნის საახალწლო მენიუში სამარხვო საჭმელებიც შედის.

ბარ–რესტორანი „Golden Time”

საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებულ კიდევ ერთ ბარ–რესტორანში საახალწლო პროგრამა 23:00 საათზე დაიწყება. „Golden Time”–ში საღამო ცოცხალი მუსიკის თანხლებით დაიგეგმა. კომპოზიციებს ადგილობრივები შემსრულებლები იმღერებენ. რაც შეეხება თანხას, კონკრეტული ღირებულება ერთი პერსონისათვის ადმინისტრაციას განსაზღვრული არ აქვს. თანხის დაანგარიშება შეკვეთის შესაბამისად მოხდება. ადგილების დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი.

რესტორანი „ტყუპები“

საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში რესტორან "ტყუპებში“ საახალწლო პროგრამა 23:00 საათზე დაიწყება და გამთენიას, 05:00 საათზე დასრულდება. აქ ერთი პერსონისათვის ღირებულება 30 და 40–ლარიანი პაკეტებით განისაზღვრა. ფასი მენიუს შესაბამისად დადგინდება. გასართობ პროგრამაში სიურპრიზები და საჩუქრები შედის. საღამოს მესხეთის თეატრის მსახიობი მანანა ბერიძე წაიყვანს. იქნება ცოცხალი მუსიკა ვიოლინოს თანხლებით. მაგიდები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს.

რესტორანი „ხარება“

საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში "ხარებაში“ საახალწლო საღამო 21:00 საათიდან დაიწყება. ერთი პერსონისათვის მომსახურება 20–დან 25 ლარამდე ღირს. ადმინისტრაციას სპეციალური პროგრამა მომზადებული არ აქვს, თუმცა რესტორანში ცოცხალი მუსიკა ვიოლინოს თანხლებით იქნება. მაგიდების დაჯავშნა უკვე დაწყებულია.

ახალციხის ბარ–რესტორნებში ახალი წლის დადგომას ფეიერვერკებით შეხვდებიან. გოლდენ თაიმის გარდა, ყველა რესტორანში, ჩამოთვლილ ფასებში, სუფრაც შედის.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


17.01.2017 მოხის სკოლის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს

16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

17.01.2017 2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში
ახალი წლის ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში
როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?
რა იგეგმება 31 დეკემბერს ახალციხეში
რა იგეგმება ახალციხის ცენტრში ახალი წლის ღამეს?
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
ვინ იმღერებს ახალციხეში 31 დეკემბრის ღამეს