"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.12.2016
სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტმა, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა.

რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია

ქალაქ ახალციხის ბიუჯეტი 7, 774,000 ლარით დამტკიცდა. აქედან, 1,719,900 ლარი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული;

ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. მშენებლობა, რეაბილიტაცია– ექსპლუატაციისთვის 3,068 ,500 ლარი დაიხარჯება.

ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებას უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა. სხდომაზე მყოფი 12 დეპუტატიდან, ბიუჯეტის ამ ფორმით დამტკიცებას, 8 დეპუტატი დაეთანხმა.

6,400,000 ლარით განისაზღვრა თვითმმართველი თემის, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. თემს ადმინისტრაციული ხარჯისთვის 2,000,000–მდე ლარი სჭირდება.

ქალაქისგან განსხვავებით, თემმა პრიორიტეტად არამხოლოდ ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვაც შეარჩია.

ქალაქის მსგავსად, ერთსულოვანი მხარდაჭერა არც თემის ბიუჯეტს ქონია. სხდომას უმცირესობის ოთხი დეპუტატიდან მხოლოდ ერთი ესწრებოდა. საბოლოოდ, ბიუჯეტის დამტკიცებას სხდომაზე მყოფმა 21–ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

15,400,000 ლარს შეადგენს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. აქედან ადმინისტრაციული ხარჯისთვის 2,260,000 ლარია გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი 4,105,600 ლარი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, 21დეპუტატიდან 4–მა არ დაუჭირა მხარი.

3,670,000 ლარია ასპინძის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი და აქედან ადმინისტრაციულ ხარჯებზე 1,500,000 გაიწერა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კი 569,000.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, ბორჯომში 22–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 27 დეპუტატიდან სხდომას 24 დაესწრო, – 1–მა მხარი არ დაუჭირა,1–მა კი თავი შეიკავა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, 2017 წელს, 4 ,007,500 ლარია. აქედან სახელფასო ფონდისთვის 1,001,600 ლარია გათვალისწინებული.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 849 400 ლარი განსაზღვრა.

8,147,000 ლარით დამტკიცდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 12.000 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ახალქალაქის (სურბ ხაჩის ეკლესიის), ქართული ეკლესიისა და სოფელ ბარალეთის ეკლესიისთვისაა გათვალისწინებული; ქუჩების მოასფალტებას 1, 290,532 ლარი მოხმარდება.

ნინოწმინდის 2017 წლის ბიუჯეტი 4,422,300 ლარით განისაზღვრება. საყურადღებოა, რომ 1,732,300 ლარი გამოთანაბრებითი ტრანსფერია, 165,000 მიზნობრივი, ადგილობრივი შემოსავლები კი 2,525,000 ლარია. ნინოწმინდამ, მიმდინარე წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯი 10%–ით შეამცირა.

[თინათინ ზაზაძე, სამცხე–ჯავახეთი]


18.08.2017 პირველკლასელები Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.08.2017 დაბის გზის პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს – სოფელში მძიმე ტექნიკას ელოდებიან

22.08.2017 პრემიერი: სამაშველო ოპერაცია დილის 6 საათიდან განახლდება

22.08.2017 დაბა წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომა იმართება

21.08.2017 პრემიერი: დაბაში მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიუჯეტის გასული წლის  ნაშთი მილიონ ლარზე მეტია
120.000 ტბას და 200.000 ‘ახალციხის ციხეს’ –  ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდა
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა
რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდა