FM97.5 / LIVE

რაბათში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 16.04.2012
ოთხ თვეში ახალციხის ციხემ ტურისტებს უნდა უმასპინძლოს. რეაბილიტაცია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს; რა ვერ ესწრება აგვისტომდე და რა ეტაპზეა ციხის რეაბილიტაცია

რაბათში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ყოველ დილით, შვიდ ჰექტარ ფართობზე ასობით ადამიანი მუშაობას დილის ცხრა საათიდან იწყებს. საუშაო საათების რაოდენობამ აგვისტოს მოახლოებასთან ერთად იმატა – რაბათის ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სწორედ ამ დროისთვის უნდა დასრულდეს. დასრულებაში კი ობიექტის ფინქციონირება იგულისხმება. საამისოდ 30 მილიონი ლარია გაწერილი და იმისათვის რომ პირველი ეტაპი ბოლომდე დასრულდეს, სავარაუდოდ, ათი მილიონი კიდევ დაემატება.

- “არტესი”, “არქიტექსი”, “ნიუ ენერჯი”, “სფინქსი”, “ემ-ბი-ჯი” და “იკორთა 2007”, - ეს იმ ექვსი სამშენებლო-სარესტავრაციო კომპანიის ჩამონათვალია, რომლებიც ციხის ტერიტორიაზე ძირითად სამუშაოებს ასრულებენ. სულ კი, ადგილობრივ თვითმმართველობასთან რაბათში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით 250-ზე მეტი ხლეშეკრულებაა გაფორმებული.

- “არქიტექსი” ციხეზე რეაბილიტაციის დაწყების დღიდან, გასული წლის ივნისიდან მუშაობს. კომპანია აზომვით და გაწმენდით სამუშაოებს უკვე მორჩა და აღდგენა-რესტავრაციაც დაიწყო. ათ გოდოლს, მედრესეს, ზედა კარიბჭეებს, ფაშას მოსასვენებელს, კოშკს, ქვედა და ზედა ციხის დამაკავშირებელ კარიბჭეს და აქ გაყვანილ გვირაბს “არქიტექსის” მიერ დასაქმებული 150-ზე მეტი მუშა აკეთებს.

- “გოდოლებს მაისისთვის ჩავაბარებთ. ვასრულებთ გოდოლოებთან არსებული გალავნების მშენებლობასაც. კოშკს შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. ფაშას მოსასვენებელში დარჩენილია ქვის სამუშაოები, იატაკი და წინა ფასადი, ბოლოს ქონგურებს გავუკეთებთ”, - გვიხსნის “არქიტექსის” აქიტექტორი დიმიტრი ჩიბუხაშვილი.

სრულება მედრესეს რესტავრაციაც. ამჟამად სახურავის იზოლაცია მიმდიანარეობს. ქვის ფილებით ეწყობა აივანი.

- “ჯერ არ ვიცით მედრესე სპილენძით დაიხურება თუ ბალახით, ბალახით გადახურვა მესხეთისთვის უფრო დამახასიათებელია”, - ამბობს ჩიბუხაშვილი.

რაბათის ციხეზე რკინა-ბეტონის სამუშაოებს ასრულებს “ნიუ ენერჯი”, მასვე გაჰყავს წყლის მილები და სანიაღვრეებიც. რაც შეეხება ელექტროობასთან დაკავშირებულ საქმეებს, ეს “ენერგო-პრო ჯორჯიას” კომპეტენციაა.

- “თუ რაიმე ახალი სამუშაო არ დაგვემატა, მაისის ბოლომდე ყველაფერს დავასრულებთ”, - აცხადებს “ნიუ ენერჯის” სამუშაოთა მწარმოებელი ზაზა უტიაშვილი.

გასული წლის აგვისტოდან მუშაობს ციხეზე “იკორთა 2007”, რომელიც ციტადელს, ჯაყელების სასახლეს, მეჩეთსა და მეცხე საუკუნის მართლმადიდებლურ ტაძარს აკეთებს. 17 მეტრი სიმაღლის ციტადელის კოშკში სამთავრობო რეზიდენცია და მცირე სასტუმრო იქნება.

- “ოთხი სართულია, თითო სართულზე თითო სასტუმროს ნომერი განთავსდება”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ტექნიკური მენეჯერი, არქეოლოგიური ფონდის მცველი და “იკორთა 2007”-ის სამუშაოთა მწარმოებელი ჯუმბერ ჩოხელი და ამატებს, რომ აქვე მოეწყობა მესხური ოდა და ისლამური დარბაზიც.

ციტადელის გარშემო მოედანი უკვე დაბეტონებულია. სრულდება კედლებზე მუშაობა და მალე გადახურვა დაიწყება. რაც შეეხება მის უკან არსებულ დილეგს, მისი რეაბილიტაცია პირველ ეტაპზე ვერ ხერხდება. ჩოხელის ვარაუდით, დილეგის აღდგენა, მეორე ეტაპისთვის დაიგეგმება რადგან აქ ჩასატარებელი სამუშაობის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მისი მოსწრება აგვისტომდე შეუძლებელია.

რაც შეეხება მეჩეთს, გადახურვაზე, კიბეებსა და ფანჯრებზე მუშაობა თითქმის დასრულდა. ჩოხელის ტქმით, შიდა სამუშაოების დასრულებას დრო აგვისტომდე არ ეყოფა.

- “ჯაყელების სასახლე გადავხურეთ, ახლა იზოლაცია უკეთდება ზემოდან, დასხმულია ბეტონიც, შევარემონტეთ კედლები. აქ თვენახევარში გასაკეთებელი მხოლოდ “გაშპაკვლა” დაგვრჩება”, - გვიხსნის “იკორთა 2007”-ის წარმომადგენელი ტარიელ კერვალიშვილი.

მალე თაღების გადაყვანას დაიწყებენ მართლმადიდებლურ ტაძარზე. აქვე აღდგება სამრეკლოც.

- “არც მეჩეთი და არც მართლმადიდებლური ტაძარი მოქმედი არ იქნება, ორივეს მხოლოდ მუზემის ფუნქცია ექნება. მეჩეთში, ისე როგორც იყო, ალბათ გამოფენები დარჩება, - ამბობს ჩოხელი და ამატებს, რომ რაც შეეხება ჯაყელების სასახლეს აქ ძირითადად არქეოლოგიური მასალები გამოიფინება - ალბათ საბჭოთა პერიოდის, მეორე მსოფლიო ომის ექსპონატებს ამოიღებენ. სანაცვლოდ კი ახალი ხატები და ეროვნული მუზეუმიდან გადმოცემული მასალები დაგვემატება”.

მუზეუმის ადმინისტრაცია ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის, ინფექციური განყოფილების შენობაში გადავა. რაც შეეხება ფონდებსა და ბიბლიოთეკას, სად განთავსდება ჯერ ცნობილი არაა. ჩოხელი ფიქრობს, რომ იმავე შენობაში, აღნიშნული მასალის მოთავსება ფიზიკურად გაჭირდება.

- “რეაბილიტაციის პირველი ეტაპი აგვისტოში დასრულდება, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე და გვიხსნის, რომ ციხის ფუნქციონირებაც ამ დროიდან დაიწყება – ამისათვის დასრულდება ციხემდე მისმავლელი გზა, განათების მოწყობა და გზის პირზე მდებარე 32 სახლის რეაბილიტაციაც”.

ჩოხელს აგვისტომდე ციხის ისე დასრულება, რომ მან ფუნქციონირება დაიწყოს, ეეჭვება და ფიქრობს რაღაცეები ალბათ გასაკეთებელი დარჩება. გარდა ამისა, არქეოლოგს მიაჩნია, რომ ციხის ტერიტორიაზე ბევრი რკინა-ბეტონის შენობა, სრულიად შეუფრებელად დაიდგა: “ვფიქრობ, რომ შესასვლელში აგურით მოპირკეთებული შენობა ზედმეტია. გარდა ამისა ციხის ტერიტორიაზე 20-მდე აუზი კეთდება, რაც ასევე ზედმეტად მიმაჩნია”.

აუზი, რომელის აღდგენაც ჩოხელს აუცილებლად მაიჩნია მედრესესა და მეჩეთს შორისაა, აქ მრევლი ლოცვის წინ ფეხს იბანდა: “ჩვენთან ზამთარი ძალიან მკაცრია და ამდენი აუზის მოვლაც გასჭირდება”.

რაბათში სამშენებლო სამუშაოების პარალელურად მეორე ეტაპისათვის საპროექტო სამუშაოები და ხარჯთაღრიცხვა მიმდინარეობს. შემოდგომიდან რაბათის რეაბილიტაცია, სწორედ მის მიხედვით გაგრძელდება: მოეწყობა ციხის უკანა მხარე, გაკეთდება მისასვლელი გზა და განათება კათოლიკურ ტაძრამდე, გარემონტდება წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მიმდებარედ სახლების ფასადები, რემონტი ჩაუტარდება სინაგოგასაც. თუმცა ჯერ პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს.

[თამუნა უჩიძე, ახლაციხე]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გაცოცხლებული ისტორია რაბათში
ახალციხის ციხეზე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo/Video]
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტი მზადდება
სარდაფში გამოკეტილი მუზეუმის ფონდი 'ახალციხის ციხეზე' ჯერ არ გადაუტანიათ
აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo]