"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

‘აღმოსავლეთ პარტნიორობის’ როლი ჯავახეთში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 28.12.2016
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკა და ევროინტეგრაციის პროცესები რეგიონში, სადაც პრორუსული განწყობები სჭარბობს; მიზნები ევროპისკენ და ამოცანების სპეციფიკა;

‘აღმოსავლეთ პარტნიორობის’ როლი ჯავახეთში [R]

აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროკავშირის მეირ წამოწყებული ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას საბჭოთა კავშირის ყოფილ ექვს ქვეყანასთან ( ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი). ამ ინიციატივის მიზანია, რომ ამ ქვეყნებს ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებაში დაეხმაროს.

„მიახლოება გულისხმობს პირველ რიგში ამ ქვეყნების თავსებადობას ევროპულ სისტემებთან და რა თქმა უნდა ყველა სახის კონტაქტების განვითარებას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ დაკავშირებას, ეს არის სატრანსპორტო, ენერგეტიკული პროექტები ევროკავშირსა და ამ ქვეყნებს შორის, ადამიანების გადაადგილების გამარტივება, მობილურობის გაზრდა, ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარება და ა.შ.“, – ამბობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე კახა გოგოლაშვილი.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა 2010 წელს დაარსდა. მაშინ პლატფორმაში 20 ორგანიზაცია იყო ჩართული, ახლა კი 163 ორგანიზაციას აერთიანებს. უკეთ მუშაობისთვის მათ რეგიონული ოფისებიც შექმნეს. მათ შორის ერთ–ერთი ახალქალაქში, რომელიც იმ კუთხით შეირჩა, რომ ეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით წარმოდგენილი რეგიონია, უმცირესობებთან თანამშრომლობა კი ევროპული პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანია.

„ახალქალაქში იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ესმის სახელმწიფო ენა, ვერ იგებს პრესითა და ტელევიზიით გადმოცემულ ახალ ამბებს, ინფორმაციული ვაკუუმია. ამიტომ პირველ რიგში საჭირო იყო, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქ საინფორმაციო შეხვედრები მათთვის გასაგებ, ხშირად რუსულ ენაზე ჩაგვეტარებინა“, – ამბობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის რეგიონული კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში დალი აღდგომელაძე.

მისი განმარტებით, შეხვედრები იმართება იმის შესახებ, თუ რატომ ისწრაფის ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისკენ: „იმ შემთხვევაში, როცა მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, ეს იწვევს გაურკვევლობასა და აგრესიას, თავს გარიყულად გრძნობენ. ასეთი შეხვედრებით კი სახელმწიფო პოლიტიკისადმი ნდობა უყალიბდებათ“.

სწორედ ამ განწყობების შეცვლის მიზნით, ჯავახეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში, ადგილობრივებთან სასაუბროდ კვალიფიციურ ექსპერტებს იწვევდნენ: „ასეთი იყო მაგალითად, ლადო პაპავა. ექსპერტები მათთვის გასაგებ ენაზე უხსნიდნენ თუ რატომ ისწრაფის ქვეყანა ევროპისკენ და რატომ ვერ ვრიგდებით რუსეთთან“.

მართალია, ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალქალაქში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს არ ესწრებოდნენ, და საერთოდ, ამ თემებით არც კი დაინტერესებულან, მაგრამ, ქვეყანაში და ზოგადად კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მიერ ადგილობრივებისთვის რომ განსაკუთრებით მნიშნველოვანია, ამაზე ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ.

„ენის ბარიერის გამო უჭირთ ახალქალაქში გაიგონ რა ხდება მათ გარშემო საქართველოსა და მის მიმდიბარე ქვეყნებში. ასეთი შეხვედრებით კი იგებენ სახელმწიფოში ვის რა როლი აქვს, ან რა პროგრამები ხორციელდება და რატომ“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ჯავახეთის განვითარებისათვის“ თანამშრომელი ნანა ბორიანი.

მას ეთანხმება სამცხე–ჯავახეთში სახალხო დაცველის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი სალომე ყულჯანიშვილი: „ასეთი შეხვედრები უწყობს ხელს აქ მცხოვრები უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას. ასე ისინი უფრო უკეთ და სწარაფად აუწყობენ ფეხს ქვეყანში მიმდინარე მოვლენებს“.

ახალქალაქში ამ მიმართულებით მუშაობის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ჯავახეთში ადგილობრივების უმრავლესობა ოჯახებს რუსეთში სეზონური მუშაობით არჩენს. ამდენად, მათთვის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ოჯახები ჰყავთ რუსეთში, რამდენი ლექციაც არ უნდა ჩაატარო იმაზე თუ რა სიკეთეს მოგიტანს ევროპასთან ინტეგრაცია, რუსეთი მათთვის მაინც ინტერესის ობიექტად რჩება. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აქ ავუხსნათ მშრომელ ადამიანებს, თუ რა პერსპექტივა აქვს მათ წარმოებულ ყველს, კარტოფილსა და თაფლს ევროპულ ბაზარზე“, –აცხადებს აღდგომელაძე და ამატებს, რომ სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, ადგილობრივებიდან ინტერესი ნამდვილად მოდის.

მისი თქმით, ამ ინტერესის გაღვივების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტული წარმატებული მაგალითების მოყვანა: „ცოცხალი მაგალითი უნდა უჩვენო მათ ამა თუ იმ სარგებელთან დაკავშირებით. ასეთ ფაქტებზე დაყრდნობით, მეტის კეთება შეიძლება, რადგან ადამიანები ხშირად ბაძავენ ერთმანეთს“.

აღდგომელაძე ფიქრობს, რომ როგორც არ უნდა დააინტერესო ადგილობრივი ევროპული ბაზრის პერსპექტივით, აქ საბოლოოდ განწყობებს მაინც განათლება შეცვლის: „მნიშვნელოვანია ის, რომ სასწავლო გაცვლითი პროგრამები არსებობს. იქ განათლება მიღებული ადამიანი აქ სხვა შეხედულებებით დაბრუნდება. განათლებულ თაობას კი, როცა თავად მიხვდება და გაარჩევს თუ რომელია კარგი და რატომ, აზრს ვეღარავინ შეაცვლევინებს იმაზე, თუ რა არის უკეთესი“.

„რადგან ყველაფერი თბილისში ხდება, გადავწყვიტეთ, რეგიონალური დატვირთვა გაგვეზარდა. რეგიონალურ ჭრილში არ ვიყავით ძლიერად, ამიტომ შეიქმნა რეგიონალური ოფისები. სხვადასხვა დატვირთვის მიხედვით, ავირჩიეთ 4 რეგიონი. ახალქალაქი, შეირჩა იმ კომპონენტით, რომ ის არის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით წარმოდგენილი და უმცირესობებთან თანამშრომლობა ევროპული პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანია“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

გარდა ჯავახეთისა, აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად რეგიონული ოფისები მუშაობს გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში. გორი და ზუგდიდი კონფილქუტი ზონების მიხედვით შეირჩა. ქუთაისზე კი აქცენტი იმიტომ გაკეთდა, რომ ის ახლა საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქია.

[თამუნა უჩიძე, ახალქალაქი]

‘აღმოსავლეთ პარტნიორობის’ როლი ჯავახეთში [R]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართება
ახალგაზრდა ექსპერტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ევროპულ ფასეულობებზე ისაუბრებენ
ევროკავშირის შეთავაზება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
ევროკავშირი საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიული თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს