FM97.5 / LIVE

წელიწადი, რომელსაც ვერაფრით გამოარჩევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.12.2016
რით იყო გამორჩეული 2016 წელი; როგორ აფასებენ მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წელიწადი, რომელსაც ვერაფრით გამოარჩევენ

სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით ისეთი მოვლენის გახსენება, რომელიც გამორჩეულად დაამახსოვრდათ, უჭირთ. ამბობენ, რომ ვერც დადებით და ვერც უარყოფით კონტექსტში რაიმე გამორჩეულს ვერ იხსენებენ. ქვეყნის მასშტაბით კი, ის რაც ყველაზე ცუდი მოხდა, ლარის გაუფასურება და სოციალური ფონის გაუარესება იყო.

„ცუდია, რომ დადებითს ვერაფერს ვიხსენებ, თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს ადიგენის მიმართულებით რვაკილომეტრიანი გზის გაკეთება. ასევე ის, რომ წელს „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა განახლდა“, – ამბობს „ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძე.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს კარტოფილის ფასის მნიშვნელოვანმა კლებამ რეგიონში ბევრი ადამიანი გააღარიბა: „ცუდია ისიც, რომ გასულ წელს მოხეში დაწყებული დაძბულობა რელიგიურ ფონზე, წელსაც გაგრძელდა და სამწუხაროდ, ამ მოვლენებმა უკვე არანორმალურ მასშტაბებს მიაღწია“.

მოხეს მოვლენებზე საუბრით იწყებს მიმდინარე წლის შეფასებას ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილიც: „ვფიქრობ, გამოსავალია თუ აქ ერთმანეთის პირისპირ ხალხი დაჯდება და დაილაპარაკებს, რადგან ეს ყველაფერი მაინც მართული მგონია“.

ისევე როგროც ჯინჭველაძე, დადებით კონტექსტში მესხიშვილიც რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ბევრ მიუვალ სოფლამდე გზა გაკეთდა: „მაგალითად მოხეში, ზანავში, ჭულეში. აქამდე იქ მისვლა ძალიან ჭირდა“.

2016 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით რეგიონში მნიშვნელოვან წინსვლაზე ამახვილებს ყურადღებას „world vision- საქართველოს“ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ლომიძე: „წლების მანძილზე არ იყო საფარამდე გზა, წელს კიდევ ბოლომდე გაკეთდა. ამის მერე საფარის გარშემო ინფრასტრუქტურაც მოეწყობა. ასევე, რეგიონში ბევრი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

„თქვენ კი წერთ და აპიარებთ, რომ ბაღები გაიხსნა და ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ დასათვლელია ეს ბიუჯეტის რა თანხით და როგორ გაკეთდა. ხალხის აქ დასაქმებასაც მივესალმები, თუმცა ეს ხომ ბიუჯეტის ხარჯზე ხდება?! რეგიონში დოვლათი არ იქნება, სამუშაო ადგილები არაა და ყველაფერი დაკიდებული მხოლოდ ბიუჯეტზეა“, – ამბობს ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი.

დასაქმების პრობლემა რომ კვალავ გადაუჭრელია, კუბლაშვილს ამაში ბორჯომში მოქმედი სამოქალაქო ეკოლოგიური და გენდერული განათლების ასოციაცია „ოაზისის“ ხელმძღვანელი ნანა ქუმსიაშვილიც ეთანხმება: „სამუშაო ადგილები არ არის. ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია. გარდა ამისა კრიმინალიც ძალიან გახშირდა. როგორც არ უნდა მალონ ეს, აშკარაა, რომ ასეთმა შემთხვევებმა იმატა“.

მიმდინარე წელს ვერაფრით გამოარჩევენ „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გიორგი ანდღულაძე და „ქალთა ოთახის“ კოორდინატორი ნინო რუხაძე. ორივე მათგანი ამბობს, რომ მიმდინარე წელი უფერული და მონოტონური იყო. ისევე როგორც ყველა, ისინიც ლარის გაუფასურებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დანარჩენი ყველაფერი ქვეყანაში ჩვეულებრივ გაგრძელდა.

„წელს განსაკუთრებით კარგი ის იყო, რომ ჯავახეთში ბევრმა ახალგაზრდამ სომხეთის ნაცვლად სასწავლებლად თბილისი აირჩია. ამას ხელი სპეციალურმა პროგრამამ შეუწყო. სხვა მხრივ ძალიან მძიმე და რთული წელი. ქვეყანაში ფინანსური კრიზისია“, – ამბობს „ქალები ჯავახეთის მომავლისთვის“ ხელმძღვანელი დალი აღდგომელაძე.

ლარის კურსზე აკეთებს აქცენტს ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიზნეს ცენტრის“ დირექტორი მახარე მაცუკატოვიც: „კარგი ისაა, რომ რამდენიმე სოფელში საირიგაციო არხი მოწესრიგდა“.

სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან გასნხვავებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში არსებული დადებითი მოვლენების გახსენება არ უჭირს "საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის" ხელმძღვანელს ნუგზარ თათეშვილს: „კარგია, რომ წელს პირველად საქართველოში განალხებადი ქარის ენერგია დაინერგა და გაუშვეს კიდეც. ასევე კარგია ისიც, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში არსებული მუხლები წარმატებით გაიარა საქართველომ, აქ ვიზალიბერალიზაციის პროცესს ვგულისხმობ. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ საზოგადოება იყო პასიური, ხალხის ჩართულობა სხვადასხვა პროცესებში ნაკლები იყო“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

როგორ აფასებენ 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობოები
როგორ აფასებენ  NGO–ების წარმომადგენლები  2017 წელს
'2018 წელს ბევრი არაფერი შეცვლილა’ – NGO–ები სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთის NGO–ები „ოცნების“ სამ წელიწადს აფასებენ
ხელისუფლება,  ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 2015 წელს აფასებს
რეგიონში ჩახალიანის განცხადებას აფასებენ
რატომ უწოდებენ  2013 წელს უძრაობის წელიწადს სამცხე-ჯავახეთში?