სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ტარიელ ნაკაიძე: პრობლემა უფრო ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე სკოლის მოსწავლეების გაფიცვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.12.2016
საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე ფიქრობს, რომ მოხეში პრობლემა უფრო კომპლექსურია, ვიდრე სკოლის მოსწავლეების გაფიცვა და კონფლიქტების წახალისებას ხელისუფლების არაეფექტურმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი.

ტარიელ ნაკაიძე: პრობლემა უფრო ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე სკოლის მოსწავლეების გაფიცვა

ტარიელ ნაკაიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე დღეა ვაკვირდებით ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მომხდარ მოვლენებს და ვწუხვართ, რომ დღემდე ვერ მოხერხდა არსებული პრობლემის აღმოფხვრა. ჩვენი აზრით პრობლემა უფრო ღრმა და კომპლექსურია ვიდრე სკოლის მოსწავლეების გაფიცვა ან სოფელ მოხის საჯარო სკოლის დირექტორის სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენა.

ვფიქრობთ რეგიონში ხელისუფლების არაეფექტურმა პოლიტიკამ, რომელიც კონკრეტულად მუსლიმებისა და ქრისტიანების შორის დაპირისპირების გაღვივებას ემსახურება, ხელი შეუწყო კონფლიქტების წახალისებას და ყველასთვის ნათელი ხდება, რომ მოხეში სიტუაცია უკიდურესად იძაბება.

სოფელ ფლატეში, ქრისტიანი სასულიერო პირების მიერ მეჩეთის დანგრევის ფაქტი (2007 წ), ჭელის მინარეთის მოჭრის ფაქტი (2013 წ), მოხის მეჩეთის დანგრევის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი მოსახლეობის პოლიციის მიერ უსასტიკესად ცემის ფაქტები (2014 წ), სოფელ ადიგენში სასაფლაოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები (2015), ჯერ კიდევ გამოუძიებელია, რითაც წახალისებულ იქნა დაუსჯელობის განცდა და მუსლიმების მარგინალიზება.

ამ საკითხების მოგვარეების ნაცვლად, „მოხის კომისიის“ შექმნით დაკავებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანტისახელმწიფოებრივი და არადემოკრატიული, უფრო მეტიც დისკრიმინაციული ქმედებების არასათანადოდ შეფასებებმა და რეაგირებება გაზარდა მუსლიმ თემში გაუცხოების და მეორეახარისხოვნების განცდა.

ქართველი მუსლიმების სახელით მინდა მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდს, რომელიც ადგილზე გაცნო შექმნილ ვითარებას და შეხვდა მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ნაბიჯს პოზიტიური შედეგები მოყვება. იმედს ვიტოვებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესდება დირექტორის კომპეტენტურობით და რელიგიური მოტივით მომხდარი სხვა დისკრიმინაციული ქმედბების მსგავსად, არ მოხდება ამ შემთხვევის დავიწყება სათანადო რეაგირების გარეშე.

ვფიქრობთ რეგიონში პრობლემების მოგვარებისათვის აუცილებელია განთავისუფლდეს მოხის საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან, დაუბრუნდეს სოფელ მოხეში არსებული მეჩეთი მუსლიმებს, გამოძიებული იქნას აქამდე მომხდარი ფაქტები და მიეცეს სამართლიანი სამართლებრივი შეფასება. ვფიქრობთ ეს იქნება ერთგვარი პრევენცია, შესაძლო დაძაბულობისა და შემდგომში მოსალოდნელი რადიკალიზაციის აღმოსაფხვრელად.

აქვე მუსლიმებს მოვუწოდებ განაგრძონ მათთვის დამახასიათებელი სიმშვიდით, შეუპოვრობით და გამძლეობით ბრძოლა თავიანთი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებისათვის და ამ ბრძოლაში მოწინაღმდეგეებისგან განსხვავებით, ისარებლონ იმ ფარგლებით, რომელსაც მათ კანონი უწესებს", – აცხადებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

[sknews.ge]


17.10.2017 ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

17.10.2017 საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2017 ‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში

19.10.2017 ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18.10.2017 ასპინძის გამგეობას თანამშრომლები ტოვებენ – წყარო სუს–ის ზეწოლაზე საუბრობს

18.10.2017 ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ტარიელ ნაკაიძე  ზაზა ვაშაყმაძის  პასუხისმგებლობის საკითხის  დაყენებას ითხოვს
ტარიელ ნაკაიძე: ‘რელიგიური კონფლიქტების მაპროვოცირებელი გამგებელი და გუბერნატორია'
მოხეში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება
მოხეს სკოლის მოსწავლეებს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ხვდება
ტარიელ ნაკაიძე სახელმწიფო უწყებებს ადიგენში მომხდარზე დროულ რეაგირებას სთხოვს
მოხის სკოლის საქმეს  განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე