FM97.5 / LIVE

2017 წლიდან ახალციხელები დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 27.12.2016
მომავალი წლიდან ქალაქ ახალციხის მოსახლეობის კომუნალურ გადასახადებს დასუფთავების გადასახადი დაემატება.

2017 წლიდან ახალციხელები დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან

ახალციხეში მცხოვრებლები, ყოველთვიურად, დასუფთავების გადასახადს ერთ სულ მოსახლეზე 50 თეთრს გადაიხდიან. მაგრამ, ოჯახი, რამდენი წევრიც არ უნდა იყოს, 2 ლარზე მეტს არ გადაიხდის.

უკვე შექმნილია ბაზა, ვისაც დასუფთავების გადასახადის გადახდა დაეკისრება. შეძენილია სპეციალური პროგრამაც, რომელიც დაიანგარიშებს და ქვითარს ამობეჭდავს.

რომელი თვიდან დაიწყებს მოსახლეობა დასუფთავების გადასახადის გადახდას, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, უკვე გარკვეულია, რომ გადასახადისგან გათავისუფლდებიან სოციალურად დაუცელი ოჯახები.

ახალციხის მერიის მოსაკრებელის განყოფილების უფროსის გიორგი თედორაძის განმარტებით, დასუფთავების მოსაკრებლის შესახებ დადგენილება საკრებულომ 2014 წლის 22 აგვისტოს მიიღო, თუმცა აქამდე გადასახადს მხოლოდ იურიდიული პირები იხდიდნენ, ფიზიკური პირები კი არა.

„ყველა ორგანიზაციას თავისი ტარიფი აქვს და იმის მიხედვით იხდიან. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ დადგენილებით, სადაც მაქსიმალური სულადობა განსაზღვრულია 4 სულით. ოჯახში 10 ადამიანიც რომ ცხოვრობდეს, მაინც 4 სულის ოდენობის თანხას გადაიხდის“, – განმარტავს გიორგი თედორაძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მოსაკრებლით შესული თანხა კვლავ ქალაქის დასუფთავებას მოხმარდება.

„ჩვენდა სამწუხაროდ, კანონდებლობაში არ არის საჯარიმო ან სხვა ზომებს რომ მივმართოთ. პირველ რიგში მოქალაქეობრივ თვითშეგნებამდე უნდა დავიდეს, რომ ეს ქალაქი არ არის მარტო მერიის ან რომელიმე უწყების. ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ქალაქის დასუფთავებაში, ჩვენი შემოსავლები არ არის საკმარისი, რომ თანხის მობილიზება გავაკეთოთ“, – ამბობს გიორგი თედორაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეიდან ახალციხელები ნარჩენების მოსაკრებელს გადაიხდიან
ახალციხის მერიამ 8 იურიდიულ პირს სასამართლოში უჩივლა
ახალციხეში დასუფთავების გადასახადის ამოღებას იურიდიული პირების ხარჯზე გეგმავენ
ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის  [Video]
დასუფთავების მოსაკრებელი – რა თანხა შევიდა ადგილობრივებისგან ბიუჯეტში ერთ თვეში
რა თანხა ამოიღო მერიამ ერთ წელში ახალციხეში დასუფთავების გადასახადიდან
ახალციხის სოფლებში დასუფთავების გადასახადზე ჩივიან