ახალციხეში მთავარი ნაძვის ხე გაანათეს [Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 26.12.2016
დღეს, 26 დეკემბერს, საღამოს, ახალციხის ცენტრალურ პარკში, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ გაანათეს.

ახალციხეში მთავარი  ნაძვის ხე გაანათეს [Photo]

ქალაქის მთავრი ნაძვისხე ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ პატარებთან ერთად აანთო.

„გავანათეთ ჩვენი მთავარი ნაძვის ხე, ამით გვინდა ჩვენს ახალციხელებს დავულოცოთ ბედნიერი ახალი წელი. მამლის წელმა უნდა შემოიტანოს, სიკეთე, სილამაზე და სიჯანსაღე ქვეყანაში, ასეთია ჩვენი განწყობა“, - აღნიშნა ქალაქის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის სიმაღლე ექვსი მეტრია. ცენტრალურ პარკში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის კონსტრუქცია გუშინ, 25 დეკემბერს ააწყეს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ბიუჯეტში არ იყო საკმარისი თანხა ახალი ნაძვის ხის შესაძენად, ამიტომ ახალციხე 2017 წელს, წლების წინ ნაყიდი ნაძვის ხითა და საახალწლო აქსესუარებით ხვდება.

გარდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხისა, ახალციხის ცენტრალურ პარკში სხვდსხვა საახალწლო კონსტრუქციაც დამონტაჟდა. მოირთო, ხეებისა და განათების სვეტები.

ნაძვის ხესა და ახალციხის ქუჩებში საახალწლო აქსესუარებს ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე გიორგი ჟუჟუნაძე ამონტაჟებს. საახალწლო სამზადისისა და ღონისძიებებისთვის, ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39, 614 ლარი იხარჯება.

საახალწლო ღონისძიებები ახალციხის ცენტრალურ პარკში 31 დეკემბერს დაიწყება. 14:00 დან-18:00 საათამდე პატარებისთვის მოეწყობა კოსტიუმირებული ღონისძიება მოხალისე მსახიობებთან ერთად.

ახალციხის მერია 500 პატარას საჩუქრად ბურთებსა და ტკბილეულს გადასცემს.23:00 საათზე კი საახალწლო კონცერტი დაიწყება, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება.

ახალციხეში მთავარი  ნაძვის ხე გაანათეს [Photo]

ახალციხეში მთავარი  ნაძვის ხე გაანათეს [Photo]

ახალციხეში მთავარი  ნაძვის ხე გაანათეს [Photo]

ახალციხეში მთავარი  ნაძვის ხე გაანათეს [Photo]

ახალციხეში მთავარი  ნაძვის ხე გაანათეს [Photo]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


09.02.2017 ‘გულანის’ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

01.02.2017 'ფაბლაბი' – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ახალციხეში [photo/Video]

28.01.2017 ხვალ უნივერსიტეტში ასტრონომიული აღმოჩენების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება

20.01.2017 ლელოვნის სკოლა – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2017 ‘რეზინის ბოტებიანი’ დასახლება [Photo]

17.02.2017 ყაჩაღობაში ბრალდებულის მეუღლე: ამ დონემდე ვალებმა მიიყვანა

16.02.2017 დღის ფოტო: სოფლის სტენდი [Photo]

16.02.2017 ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა დასრულდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]
ახალციხე საახალწლო განათებებით ირთვება
ახალციხის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა [Photo]
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე დღეს განათდება
ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე მზად არის [Photo]
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა