FM97.5 / LIVE

ჟურნალისტი, რომელიც ცემაში პოლიციელს ადანაშაულებს, მთავარი პროკურორს შეხვდა

მთავარისიახლე 26.12.2016
ტელეკომპანია ,,იბერიის’’ ჟურნალისტი, გიორგი გასვიანი საქართველოს მთავარ პროკურორს მის საქმესთან დაკავშირებით შეხვდა;

ჟურნალისტი, რომელიც ცემაში პოლიციელს  ადანაშაულებს, მთავარი პროკურორს შეხვდა
ჟურნალისტი გიორგი გასვიანი საქართველოს მთავარ პროკურორს მის მოადგილესთან და ასევე სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორთან მალხაზ კაპანაძესთან ერთად შეხვდა. გასვიანის თქმით, შეხვედრის ინიციატივა თავად შოთაძის მხრიდან წამოვიდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მთავარმა პროკურორმა მისი საქმის ყველა დეტალი იცის და მომხდარის ბოლომდე გამოძიების პირობას დებს.

„მითხრა, რომ ამ პოლიციელს ხესლ არავინ დააფარებს, და მომხდარს ისე გამოიძიებენ როგორც საჭიროა“, – ამბობს გასვიანი.

შოთაძესთან შეხვედრამდე, რამდენიმე დღით ადრე გიორგი გასვიანი სამცხე–ჯავახეთიოს საოლქო პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალსიტი ბორჯომში პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს, მომხდარზე ძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს.საქმეზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით ძიებას კიდევ ერთი 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი დაემატა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ბორჯომელ პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება შეუჩერდა
Tv ‘იბერიას’ ჟურნალისტს პროკურატურამ  გამოძიების დეტალები გააცნო
გიორგი გასვიანის საქმეზე ტრენინგის მონაწილეები  იკითხებიან
„იბერიას“ ჟურნალისტი  ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს
პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე
რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას გიორგი გასვიანის  საქმეზე  ტრენინგის ორგანიზატორთან
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს