TDI მიმართავს განათლების სამინისტროს შეისწავლოს მოხეს სკოლაში მომხდარი

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 26.12.2016
„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI)სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მიუთითებს.

TDI მიმართავს განათლების სამინისტროს შეისწავლოს მოხეს სკოლაში მომხდარი

სოფელ მოხეს სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ TDI სწავლობს მოხეს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის სავარაუდო დისკრიმინაციისა და უფლებების დარღვევის ფაქტს და ადეკვატური რეაგირებისთვის მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას.

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, სკოლის მოსწავლე აცხადებს, რომ მან ბათუმის 27-ე საჯარო სკოლიდან მოხეს საჯარო სკოლაში მობილობის წესით გადასვლის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაცია 11 დეკემბერს წარადგინა და დირექტორისგან სკოლაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანებას ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე საჭირო პროცედურისთვის დადგენილ ყველა კანონიერ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, ერთ-ერთმა მასწავლებელმა გააფრთხილა, რომ არსებობდა დირექტორის მიერ სკოლაში ჩარიცხვაზე უარის თქმის რისკი, თუკი იგი სკოლაში თავსაფრის ტარებას გააგრძელებდა.

როგორც მოსწავლემ TDI-ს განუმარტა, მოგვიანებით, სკოლაში თავსაფრის ტარება მას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია რეხვიაშვილმაც აუკრძალა. რეხვიაშვილის თქმით, მოხეს სკოლაში, სხვა სკოლებისგან განსხვავებული წესები მოქმედებს რომელთა მიხედვითაც, ცალკეული მოსწავლეების მიერ თავსაფრით სიარული დაუშვებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება საჯარო სკოლის საქმიანობის პრინციპებს.

"მოხეს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას ნათია რეხვიაშვილი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს. აღსანიშნავია, რომ მოხეს ადგილობრივი მოსახლობა ეჭვქვეშ აყენებს თავად რეხვიაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის კანონიერებასაც. მათი თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლდა წინა დირქტორი, ასევე, სავარაუდოდ დისკრიმინაციული საფუძვლით უარი ეთქვა იმავე პოზიციის დაკავებაზე მუსლიმი თემის წარმომადგენელს, რომელიც ადგილობრივების თქმით, ამ თანამდებობისთვის უფრო კვალიფიციური და გამოცდილი იყო.

ამასთან, როგორც გამოკითხული პირები უთითებენ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მოხეში 2014 წლიდან სადავო ნაგებობის გარშემო განვითარებული მოვლენების დროს გამოირჩეოდა მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით. TDI-ის მიერ გამოკითხული მუსლიმები ასევე აღნიშნავენ, რომ ნათია რეხვიაშვილი თავისი საქმიანობითა და პოზიციის გამოხატვის ფორმით სკოლაში დისკრიმინაციული გარემოს შექმნას უწყობს ხელს", – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

TDI-ის ინფორმაციით, მოხეს საჯარო სკოლაში 180-მდე მოსწავლე სწავლობს, რომელთაგანაც დაახლოებით 90% მუსლიმია. სკოლაში სწავლობენ როგორც სოფელ მოხეს, ასევე მიმდებარე სოფლების მოსწავლეებიც.

განცხადებაში TDI იმ საკანონმდებლო ნორმებს უთითებს, რაც ორგანიზაციის აზრით წინააღმდეგობაში მოვიდა მოხეს სკოლაში მომხდართან.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია რელიგიის თავისუფლება. სახელმწიფო არათუ არ უნდა ჩაერიოს ადამიანის რწმენასა და პირად სივრცეში, არამედ თავად უნდა აღკვეთოს უფლების გამოყენებისთვის ხელისშეშლის ფაქტები. ასევე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართვლოს კანონის მე-13 მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს სკოლაში რაიმე სახის დისკრიმინაციას და კრძალავს სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილების იმგვარ გამოყენებას, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის არახელსაყრელ პირობებში ჩაყენება.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი კრძალავს მოსწავლეს დაეკისროს ისეთი ვალდებულების შესრულება, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მის რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს. კანონით ასევე დაუშვებელია საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური დანიშნულებით განთავსება, თუმცა, მოსწავლეებს არ ეზღუდებათ რელიგიური ატრიბუტიკის, მათ შორის, თავსაფრის ტარება. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დირექტორის მხრიდან კანონის დარღვევასა და მოსწავლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #80/ნ ბრძანება სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ, უთითებს, რომ დირექტორმა უნდა დაიცვას პროფესიული სტანდარტი და მოსწავლეზე არ მოახდინოს ემოციური ან/და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამავე კოდექსის თანახმად, დირექტორი თანასწორად უნდა ეპყრობოდეს ყველა მოსწავლეს, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა", – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქმის დეტალების საფუძვლიანი კვლევის შედეგად, TDI მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს სკოლაში მომხდარი ფაქტის შესწავლისა და ეფექტური რეაგირების მოთხოვნის მიზნით. TDI ასევე საჭიროდ მიიჩნევს, დეტალურად იქნეს შესწავლილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წინაპირობები, მისი პროფესიული კომპეტენტურობა და საჯარო საქმიანობისა და განცხადებების შესაბამისობა დირექტორის პროფესიული ეთიკის სტანდარტებთან.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.02.2017 დღეს შენდობის დღეა

25.02.2017 სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video]

25.02.2017 ხვალ პატრიარქი წირვას აღავლენს

25.02.2017 ახალციხეში „ნადირობის შესახებ“ კანონპროექტი ხმაურის ფონზე განიხილეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

მოხეს სკოლაში მომხდარის შესწავლის მოთხოვნით TDI–მ განათლების სამინისტროს მიმართა
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]
მოხეს სკოლაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან
სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე
პროტესტის მეორე დღე მოხეს სკოლაში [Video]
მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია