"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 26.12.2016
სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, დღეს ეზოში შეკრებილი მოსწავლეები იმ პირობით დაიშალნენ, რომ ხვალ აქციას ისევ გააგრძელებენ. ადმინისტრაციის მცდელობა, მოსწავლეებთან მოლაპარაკება ეწარმოებინა, უშედეგოდ დასრულდა.

მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენ

მოხის სკოლის 70-მდე მუსლიმმა მოსწავლემ, დილის ათი საათიდან დაწყებული საპროტესტო აქცია, დღის სამი საათისათვის შეწყვიტა. ისინი ამბობენ, რომ აქციებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე განათლების სამინისტრო მათ სკოლაში მომხდარით არ დაინტერსდება.

მოსწავლეები ამბობენ, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან, მუსლიმი გოგონასთვის თავსაბურავის მოხდის მითითებას აპროტესტებენ.

მართალია, გოგონა სკოლაში ჩარიცხეს, არც მას და არც სხვა მუსლიმ გოგონებს თავსაბურავის ტარებას არავინ უშლის, მაგრამ, მოსწავლეების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი უფლებები დაირღვა და ამაზე განათლების სამინისტრომ გარკვეული რეაგირება უნდა მოახდინოს. პროტესტის მონაწილე მოსწავლეების მოთხოვნაც ესაა – საქმე განათლების სამინიტრომ შეისწავლოს.

ვიდრე აქცია დასრულდებოდა, სკოლის ადმინისტრაციამ და ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, მოსწავლეებთან მოლაპარაკება სცადა. მოსალაპარაკებლად ექვსი მოსწავლე შევიდა. ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სცადა მოსწავლეებისთვის აეხსნა, რომ დირექტორი არავის არაფერს უკრძალავს, მაგრამ არ მოუსმინეს.

„ჩვენ რესურსცენტრთან საქმე არ გვაქვს და არც მათთან გვინდა საუბარი, სწორედ ამიტომ, ეს შეხვედრა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ“, - ამბობს მეთორმეტეკლასელი თეონა ბერიძე.

მოხეს საჯარო სკოლაში დღეს გაკვეთილები მხოლოდ მუსლიმმა მოსწავლეებმა გააცდინეს, მართლმადიდებლები გაკვეთილებს ესწრებოდნენ და საგაკვეთილო პროცესები არ ჩაშლილა. მოხეს საჯარო სკოლის დირექტორიც და რესურცენტრის ხელმძღვანელიც ფიქრობენ, რომ მუსლიმი მოსწავლეები მართულები არიან.

„საგაკვეთილო პროცესი სკოლაში არ შეწყვეტილა, დაბალ კლასელებსა და მართლმადიდებელ მოსწავლეებს უტარდებოდათ. სიტუაციაში გავერკვიეთ და სამინისტროსაც ვაცნობეთ. ვიღაცა ვითარებას სპეციალურად ძაბავს. მოსწავლეებს აქციების შეწყვეტისკენ მოვუწოდეთ და იმედია აღარ გააგრძელებენ“, - ამბობს ინგა ბოჭორიშვილი.

სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი ამბობს, რომ მას თეონა ბერიძისთვის არაფერი აუკრძალავს და მთელი ეს აქციები პროვოკაციაა, რომელიც მის წინააღმდეგაა მიმართული: „არასდროს არ დარღვეულა არცერთი ბავშვის უფლება ამას ვერავინ იტყვის და არც დაირღვევა. არავისთვის არაფერი ამიკრძალავს, ეს ყველაფერი პროვოცირებულია გარე ძალების მიერ. ვინ მართავს ამ ყველაფერს, ძალიან მალე გაირკვევა“.

აქცია რომ პროვოცირებულია, ამას სხვა მართლმადიდებლებიც ფიქრობენ. როგორც აქციის მონაწილეები ყვებიან, ვიდრე დაიშლებოდნენ, მათთან ერთი ქალი მივიდა და უთხრა, რომ მართულები იყვნენ.

„გვითხრა, თქვენ მუსლიმი დირექტორი გინდათ და იმიტომ მართავთ აქციებს. უფროსებმა დაგავალეს, რომ ასე მოიქცეთ და უმცირესობაში თქვენ კი არა, ჩვენ ვართო“, - გვეუბნება აქციის ერთ–ერთი მონაწილე ასლან მიქელაძე.

ვიდრე მოხის საჯარო სკოლის დირექტორად ნათია რეხვიაშვილი დაინიშნებოდა, რომელიც აღმსარებლობით მართლმადიდებელია, მოხის სკოლის დირექტორად მუსლიმი აღმსარებლობის თემურ ბერიძე მუშაობდა. იგი სკოლას 2000–დან 2016 წლის 20 აპრილამდე ხელმძღვანელობდა. მისი გათავისუფლების მიზეზად, განათლების სამინისტრომ, ერთი წლის განმავლობაში მიღებული ორი გაფრთხილება და აუდიტორული დასკვნა დაასახელა. მოხის საჯარო სკოლააში აუდიტი ორჯერ შევიდა, პირველად 2015 წლის 23 აპრილს, ხოლო მეორედ იმავე წლის 29 მარტს. ბერიძე მაშინ ამბობდა, რომ ფინანსური დარღვევები არ ჰქონია, პროცედურული დარღვევები ჰქონდა და მისი მოხსნა წინასწარ იყო დაგეგმილი.

როგორ განვითარდება მოვლენები მოხის საჯარო სკოლაში, უცნობია. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მან მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრებისკენ მოუწოდა, მითუმეტეს, რომ წლის ბოლოა და სასწავლო პროცესები მთავრდება. მოსწავლეები კი ამბობენ, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. მათ მოთხოვნას, საქმე განათლების სამნისტრომ შეისწავლოს, კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა: ბოდიში მოიხადოს დირექტორმა და მოხეში ჩავიდეს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც უშუალოდ მათ, მოსწავლეებს შევდება.

მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენ


მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენსოფელ მოხეს სკოლაში პროტესტი 23 დეკემბერს დაიწყო – ამ დღეს თანაკლასელის სოლიდარობის ნიშნად, მუსლიმი გოგონები სკოლაში თავსაბურავებით მივიდნენ;

მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენმოსწავლეები ირწმუნებიან, რომ თეონა ბერიძეს, ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და მობილობით მოხის სკოლაში ბრუნდებოდა, დირექტორმა თავსაბურავის მოხსნა მოსთხოვა;

მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენმოხეს სკოლაში მუსლიმებიც სწავლობენ და მართლმადიდებლების, თუმცა, თავსაფარს არავინ ატარებდა. თეონა ბათუმში სასულიერო სკოლაში სწავლობდა, ამავე დროს, 18 წელი შეუსრულდა და თავსაბურავი ამიტომ ახურავს;

მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენსაქართველოს განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ გოგონა თუ ფიქრობს, რომ მისი უფლება იზღუდება, შეუძლია სამინისტროს შიდა აუდიტს მიმართოს;

მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენ მოხეში მცხოვრები მართლმადიდებლები მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ და ფიქრობენ, რომ სკოლაში მოსწავლეები თავსაბურავებით არ უნდა დადიოდნენ;

მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენ მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია;

მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენ მომხდარით დაინტერესდნენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“. ისინი მოსწავლის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლიან;

მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) მოხეში მომხდარ ფაქტს დისკრიმინაციად აფასებს. ორგანიზაციამ უკვე გაავრცელა განცხადება;

მოხეში მოსწავლეებმა აქცია დაასრულეს, იმ პირობით, რომ ხვალ ისევ გამართავენ სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ მოხეში უფლების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და აღარ იმსჯელებენ იმაზე, იყო თუ არა ეს დისკრიმინაცია.

[ლუბა გიორგაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


27.03.2017 რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები

27.03.2017 ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო

27.03.2017 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.03.2017 რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის [გზამკვლევი]

28.03.2017 სამცხე–ჯავახეთის სამზარეულო წიგნად გამოიცა

28.03.2017 ახალი ნაგავმზიდებით ნარჩენებს ახალციხის ყველა ქუჩიდან ვერ გაიტანენ

28.03.2017 ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია
მოხეში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება
მოხელი მართლმადიდებლები მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ
მოხეს სკოლის მუსლიმი მოსწავლეები აქციებს შეწყვეტენ
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]