სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

პრემიერ-მინისტრმა კურორტი მიტარბი გახსნა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 26.12.2016
30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი ახალ სიცოცხლეს იძენს, - კურორტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, გახსნა.

პრემიერ-მინისტრმა კურორტი მიტარბი გახსნა

სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი, საქართველოში უპრეცედენტო მოდელი - მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცეებული ინფორმაციის მიხედვით, ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა 150-მილიონიანი ინვესტიციის განაწილება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, რომლის შედეგად, სახელმწიფომ ააშენა საბაგირო გზა, გაარემონტა გზები, ხოლო კერძო კომპანია "ჯიარდისი" ახორციელებს ინვესტიციებს სასტუმროების, აპარტოტელების, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და პარკინგების მშენებლობაში.

"ეს არის სრულიად ახალი მოდელი, რომელსაც ჩვენ სხვა კურორტებზეც გამოვიყენებთ. უახლოეს მომავალში მზად იქნება კოხტა-მიტარბის კურორტის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კურორტი კანონზომიერად განვითარდება და არ იქნება ქაოსური განვითარება. ეს კურორტი ჩაფლულია ულამაზეს ლანდშაფტში და ვფიქრობ, ამ ინვესტიციებით, ბორჯომ-ბაკურიანის და კოხტა-მიტარბის ერთიანი კომპლექსი შეიქმნება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, ბაკურიანში გასულ წელს დამონტაჟდა სამთო ციგა, 2017 წელს კი იწყება ბიატლონის ტრასის მშენებლობა, დაგეგმარდება ახალი სატრამპლინო სისტემა, დაიწყება ჰოკეის მოედნის მშენებლობა და იარსებებს სრული კომპლექსი, რომელიც მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კურორტზე შექმნილი იქნება ყველა პირობა, რათა ნაკრებებმა ვარჯიში მთელი წლის მანძილზე შეძლონ.

"ვფიქრობთ, 12 თვის მანძილზე არ იქნება დღე, როდესაც ეს კურორტები დატვირთული არ იქნება. ეს ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს. ეს კურორტი, 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეინახავს, რაც უდიდესი შვება იქნება აქ მცხოვრებთათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ახალი წლის მისალოცი რეგიონის მოსახლეობისთვის: "ეს იქნება დაბრუნება ბავშვობაში და ამავდროულად - გზა მომავლისკენ. მოგეხსენებათ, ეს ხაზი საჭიროებდა განახლებას და ის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხაზი მთელ ამ მარშრუტზე არსებული სოფლების მოსახლეობისთვის".

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ წარმატებაში მიიღო მონაწილეობა - "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილს და მის გუნდს; კომპანია "ჯიარდისის"; Black Sea Group-ს, რომელმაც უპრეცედენტოდ მოკლე დროში ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა; Doppelmayr-ს და მის წარმომადგენლებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც გვერდით ედგნენ პროექტის განხორციელებას.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის წვლილი, რომელმაც "ძალიან ბევრი იმუშავა, რათა ეს პროექტი რეალობა გამხდარიყო" და წარმატება უსურვა გიორგი გახარიას, რომელმაც პროექტი ჩაიბარა და "ბევრი მუშაობა მოუწევს ყველა დაანონსებული გეგმის განსახორციელებლად".

"ეს პროექტი არის მხოლოდ დასაწყისი ძალიან დიდი განვითარების. 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი. ჩვენ არ გვაქვს დღეს დალხენილი ცხოვრება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი ნაბიჯის გადადგმისგან არ უნდა შევიკავოთ თავი, რათა ჩვენს ქვეყანაში უკეთესი ცხოვრება იყოს. ჩვენ გვესმის ბევრი პრობლემა, გვტკივა ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, მაგრამ სწრაფად უნდა ვიაროთ წინ, რათა ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.

დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ორი ახალი საბაგირო და ერთი ბიგელი Black Sea Group-მა ააშენა. კურორტზე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგირო დამონტაჟდა. კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ 48 მილიონი ლარით დააფინანსა, კერძო ინვესტორი, კი 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

პრემიერ-მინისტრმა კურორტი მიტარბი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა კურორტი მიტარბი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა კურორტი მიტარბი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა კურორტი მიტარბი გახსნა

[sknews.ge]


21.09.2017 ახალციხის საავადმყოფოდან ყველა ბავშვი გაწერეს

20.09.2017 სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება

20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.09.2017 სააგენტო: ვარძიაში ხანძარი ლიკვიდირებულია

22.09.2017 ხანძრის ხუთი კერა სამცხე–ჯავახეთში – 22 სექტემბერი

22.09.2017 ღია საუბრები სამცხე-ჯავახეთში - მწერალი დათო ტურაშვილი და NGO-ები ზანავსა და გოგაშენს ეწვევიან

22.09.2017 წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში ხვალ დამატებით ძალა ჩაერთვება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ბორჯომში
ბაკურიანში 'კოხტას' საბაგირო გაიხსნება
‘უმასპინძლე საქართველოში’ – ახალი სამთავრობო პროგრამა
ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო
"ქართული ოცნების" კანდიდატის წარდგენა ბორჯომის მცხოვრებლებთან [R]
'კოხტა გორაზე' განახლებული საბაგიროს გახსნას პრემიერობის კანდიდატი დაესწრო [Photo]
პრემიერი: ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული