"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

გაზის გაჟონვით ახალციხეში 2 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მოიწამლა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.12.2016
ახალციხეში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ორი ადამიანი, ცოლ–ქმარი გარდაიცვალა, მეზობლად მცხოვრები ოთხი ადამიანი კი მოიწამლა.

გაზის გაჟონვით ახალციხეში 2 ადამიანი გარდაიცვალა და 4 მოიწამლა

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა.

"სამხრეთის კარიბჭე" ერთ–ერთ მოწამლულს ესაუბრა. მისი თქმით, გვიან ღამით, დაახლოებით 03:30 საათზე, თავი ცუდად იგრძნო, შეამჩნია, რომ მისი მდგომარეობა უარესდებოდა, ოჯახის წევრები გააღვიძა და სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახა: "ვიდრე სასწრაფო მოვიდა და დაბლა ჩამიყვანეს, ჩემი მძინარე შვილი საწოლიდან ადგა და ცუდად გახდა, კართან ჩაიკეცა. ამ დროს სიძემაც ცუდად იგრძნო თავი და ოჯახის ოთხივე წევრი საავადმყოფოში წავედით".

სამი დაზარალებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წაიყვანა, ერთი კი შემდეგ ახლობლებმა მანქანით წაიყვანეს. ოთხივე მოწამლული კლინიკა "იმედში" მიიყვანეს.

როგორც კლინიკა "იმედში" ამბობენ, გაზის ინტოქსიკაციის ნიშნებით ერთი ბავშვი და სამი მოზრდილი ადამიანი, გვიან ღამით, მიიყვანეს. ოთხივე მათგანს მთელი ღამის განმავლობაში სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, დილით კი სახლში გაწერეს.

როგორც მოწამლული ქალი გვიამბობს, დილით, სახლში დაბრუნებულებს, მეოთხე სართულზე მცხოვრები მეზობლის შვილმა დაურეკა: "დედაჩემს ვერ ვუკავშირდები და რამე ხომ არ იციო. ჩემი მეუღლე ჩავიდა, კარი ღია დახვდა, კაცი იქვე კართან იატაკზე იყო ჩაჩოქილი, მეუღლე ვერ ვნახეთ და მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ. ცოლი პოლიციამ ნახა, აბაზანაში იყო, გარდაცვლილი".

კომპანია "ინტერგაზში" ჯერ დეტალებზე არ საუბრობენ, რადგან მათი განცხადებით, მათთან ჯერ შეტყობინება არ შესულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე ძიება, 115–ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

[sknews.ge]


18.08.2017 პირველკლასელები Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ

17.08.2017 აბასთუმნის სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.08.2017 სოფელ დაბის რწმუნებული: ხანძარი დასახლებიდან ერთ კილომეტრშია

21.08.2017 ბორჯომში ხანძარი გაძლიერდა [Photo]

21.08.2017 ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]

21.08.2017 ადიგენის სამ სოფელს ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

გაზით მოწამლული ერთი პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება
გაზით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპული 32 წლის მამაკაცია
ავარია ადიგენში - ერთი გარდაცვლილი, სამი დაშავებული
ნინოწმინდაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედაგად, სამი ადამიანი დაშავდა
გვიან ღამით თამარაშვილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს
ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა
ახალქალაქში გაზით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოწამლულია