ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 25.12.2016
ახალციხის ცენტრალურ პარკში ქალაქის მთავარ ნაძვისხეს დგამენ, გრძელდება ქალაქის ქუჩებისა და სკვერების საახალწლოდ მორთვაც.

ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]

ახალციხის მერის ვლადიმერ ზედგინიძის თქმით, ბიუჯეტში არ იყო საკმარისი თანხა იმისათვის, რომ ახალი ნაძვის ხე ან სახვა საახალწლო კონსტრუქციები შეეძინათ, ამიტომ ახალციხე 2017 წელს, წლების წინ ნაყიდი ნაძვის ხითა და საახალწლო აქსესუარებით შეხვდება.

„ნაწილ-ნაწილ ვაწყობთ ყველაფერს, რათა ქალაქი გავალამაზოთ. ახალი ნაძვის ხე ძალიან ძვირი ღირს. წელს ასე იყოს, იმედია მეორე წელს ახლებს ვიყიდით“,-განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ვლადიმერ ზედგინიძემ, რომელმაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვის პროცესი მოინახულა.

გარდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხისა, ახალციხის ცენტრალურ პარკში სხვდსხვა საახალწლო კონსტრუქციაც მონტაჟდება. ამ დრომდე გრძელდება ხეებისა და განათების სვეტების საახალწლო აქსესუარებით მორთვა.

ნაძვის ხესა და ახალციხის ქუჩებში საახალწლო აქსესუარებს ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე გიორგი ჟუჟუნაძე ამონტაჟებს. მას ტენდერი 39, 614 ლარით აქვს მოგებული და ამ თანხით, ქალაქ ახალციხეში ქუჩების და სკვერების საახალწლო აქსესუარებით მორთვა და 31 დეკემბერს ღონისძიების ჩატარება ევალება.

საახალწლო ღონისძიებები ახალციხის ცენტრალურ პარკში 31 დეკემბერს დაიწყება. 14:00 დან-18:00 საათამდე პატარებისთვის მოეწყობა კოსტიუმირებული ღონისძიება მოხალისე მსახიობებთან ერთად.

ახალციხის მერია 500 პატარას საჩუქრად ბურთებსა და ტკბილეულს გადასცემს.

23:00 საათზე კი საახალწლო კონცერტი დაიწყება, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება. ვინ მიირებს კონცერტში მონაწილეობას, ამ ეტაპზე უცნობია.

ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]

ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]

ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]

ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]

ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]

ახალციხეში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ [Photo]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.01.2017 მოხის სკოლის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს

16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

17.01.2017 2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მთავარი  ნაძვის ხე გაანათეს [Photo]
ახალციხე საახალწლო განათებებით ირთვება
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
ახალციხის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა [Photo]
35,700 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის  ახალციხის თემში
ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე დღეს განათდება
ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე მზად არის [Photo]