მესხი კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ [Video/Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 25.12.2016
კათოლიკე ქრისტიანები 25 დეკემბერს ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობენ. ახალციხეში მცხოვრებმა მორწმუნეებმა შობის დღესასწაული რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში, ღამისთევით აღნიშნეს.

მესხი კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ [Video/Photo]

რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა იტალიელმა ბერმა, მამა ფილიპემ აღავლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ, მამაომ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



კათოლიკე მრევლი შობის დღესასწაულისთვის 4 კვირის განმავლობაში ემზადება. ამ პერიოდს კათოლიკეები ადვენტს უწოდებენ, რაც სასიხარულო მოლოდინისთვის მზადებას ნიშნავს. კათოლიკე ეკლესიაში ადვენტი 24 დეკემბერს დასრულდა.

მესხი კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ [Video/Photo] ადვენტი ანუ შობისათვის მოსამზადებელი პერიოდი კათოლიკე ეკლესიაში შობამდე ოთხი კვირით ადრე იწყება. ამ ხნის განმავლობაში მორწმუნეები მაცხოვრის დაბადებისათვის სულიერად ემზადებიან, რაც უმეტესად აღსარების საიდუმლოსა და მარხვას გულისხმობს. ადვენტის ჟამი კათოლიკეებს მოუწოდებს – "იფხიზლე!“. შესამისად, მორწმუნეებისათვის ყოველდღიური წირვა გამთენიისას, დილის 7:00 საათზე აღესრულება.

ეკლესიაში დამკვირდებული ტრადიციის მიხედვით, ადვენტის დაწყების კვირას მორწმუნეები ტაძრებსა და ოჯახებში სიმბოლურად ფიჭვის გვირგვინებში ჩადგმულ ოთხ სანთელს დგამენ. ოთხი კვირის გნმავლობაში კი მათგან თითო სანთელი ინთება.

ადვენტის პერიოდი მიმდინარე წელს, კათოლიკე ეკლესიაში, 27 ნოემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდა. რის შემდეგაც, მესხეთში მოქმედ ტაძრებსა და სამრევლოებში, ღამის 00:00 საათზე, შობის სადღესასწაულო მსახურება დაიწყო.

შობის დღესასწულით ეკლესიაში ახალი ლიტურგიული წელი დაიწყო.


გთავაზობთ, ეპისკოპოსის საშობაო მილოცვას:

„ღამით დარაჯობდნენ“

„იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. და უთხრა მათ ანგელოზმა: ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს!“ (ლკ 2,8-10ა) „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს სოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს.“ (იო 1,9)

სრულებით განსაკუთრებული დატვირთვა აქვს შობა ღამით ეკლესიაში ერთად შეკრებას. 24 დეკემბრის ღამე სიბნელე აღწევს თავის უმაღლეს მწვერვალს, დღის შუქი კი ყველაზე მოკლეა. ანუ, სახეზეა წელიწადის ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. ამიტომაც ეს ღამე იქცევა ყველა იმ ღამის სიმბოლოდ, რომელიც შეიძლება დაუდგეს ადამიანს... მომენტები, რომლებშიც ერთი შეხედვით შუქი შორსაა, როცა ვერაფერს ვხედავთ, ვერაფერს ვხვდებით და არც ის ვიცით, რა გზას დავადგეთ, როცა ჩვენს ირგვლივ მდუმარებაა, მარტოობა და სიცივე, შევიგრძნობთ საკუთარ უძლურებას და იმ ბოროტებას, ჩვენში რომ მძლავრობს... ღამეა, როდესაც ჩვენი ცხოვრება არარაობითა გვაქვს გადავსებული!

დიახ, ღმერთი დაელოდა ჩვენს მწუხრს და არც ჩვენი გულისა და ჩვენი რწმენის კუნაპეტი ღამისათვის აუქცევია გვერდი, ოღონდ კი ეჩვენებინა რაოდენ მუდმივი და ძირეული ზრუნვით არის ჩვენს მიმართ განწყობილი. არჩია, იქ გაეღვივებინა იმედი, სადაც ყველაფერი მუნჯი, აზრდაცლი ჩანდა და, თითქოს წყვდიადს შეერიაო, ჩვენ მოგვიძღვნა თავისი მხოლოდშობილი ძე, როგორც ნათლის მარცვალი. ჩვენ ერთი რამე მოგვეთხოვება ამ ღამით – ცატათი მეტი სიფხიზლე, არა იმისთვის, რომ მსოფლიო მასშტაბის რაღაც მოვლენის მოწმენი გავხდეთ, არამედ რათა ხელახლა განვიცადოთ ღმერთის თავმდაბალი და დიადი შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში: განა დაუჯერებლად სარწმუნო არაა ის ღვთიური სიყვარული, ღამის სიღრმეში რომ იბადება დაუცველი? არადა სწორედ ესაა ჩვენთვის ნამდვილი შუაღამის მზე, ჩვილის ალი და სიმხურვალე, ყველაზე დიდი ხსნა რომ მოაქვს, ღვთიური სიცოცხლის ნამდვილი ზღურბლი, რომელსაც ჩვენი ხორცი აღმოაჩენს დღეს მისი პაწია სხივფენილი რძიანი სხეულის ამბორით. იგია ის უტყვი, მდუმარე და გამაყრუებელი სიტყვა, რომელსაც მამა კვლავაც გვიძღვნის. აი, ნათელი: სიყვარული, იგრძნო რომ ძვირფასი ხარ, რაკი მას უყვარხარ.

შობას გილოცავთ ყველას. შობა ღამეს გამოვიდეთ ჩვენ-ჩვენი სახლებიდან, გავემართოთ ამ ნათლისაკენ, რათა აღმოვაჩინოთ, რომ არის „ყრმა შეხვეული და ბაგაში მწოლარე“ (ლკ 2,12ბ). მუხლი მოვუყაროთ მას და მისი ნათელი გაბრწყინდება ჩვენს სახეებზე!
გილოცავთ შობას!


+ მ. ჯუზეპე პაზოტო
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა
სამოციქულო ადმინისტრატორი


მესხი კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ [Video/Photo]

მესხი კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ [Video/Photo]

მესხი კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ [Video/Photo]

მესხი კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ [Video/Photo]

მესხი კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ [Video/Photo]

მესხი კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ [Video/Photo]

მესხი კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ [Video/Photo]

ქრისტესშობის ღამისთევა ახალციხის წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში. ფოტოები: სამხრეთის კარიბჭე

[ნინო ნარიმანიშვილი, თამარ ფეიქრიშვილი,
ოთარ აწყურელი, ახალციხე]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 "აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში

23.02.2017 NASA-ს ასტრონომებმა 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

23.02.2017 ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური შობა იზეიმეს
კათოლიკეები შობას აღნიშნავენ
აღდგომა ახალციხის კათოლიკე ეკლესიაში [Photo]

სომეხთა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიებმა აღდგომა იზეიმეს [Video]
პრეზიდენტის  საშობაო მილოცვა
მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულისთვის ემზადება