"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.12.2016
როგორ აფასებენ მოხეს საჯარო სკოლაში მომხადარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტში;

სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოხეს საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელ გოგონასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ, მედიისგან შეიტყვეს.

„ასევე მედიისგან ვიცით, რომ გოგონა სკოლაში მიიღეს. ამიტომ უფლების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ აღარ ვიმსჯელებთ იმაზე იყო თუ არა ეს დისკრიმინაცია. სამართლებრივად დისკრიმინაციისთვის უფლებადარღვევის ფაქტი უნდა გვქონდეს“, – ამბობს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთი შუბაშვილი.

მისი თქმით, თუ დადასტუდება რომ დირექტორის ნათია რეხვიაშვილის მხრიდან თავსაფრის მოხდასთან დაკავშირებით მსგავს ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, მაშინ ეს უბრალოდ ცუდი პრაქტიკა იქნება.

„შემდგომ მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით, არ არის გამორიცხული რომ ამ გოგონას პრობლემები შემდგომ სასწვლო პროცესში შეექმნას“, – ამბობს შუბაშვილი.

შეგახსენებთ, მოხის სკოლის მეოთორმეტე კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ მოხის სკოლაში გოგონას დირექტორმა თავსაფრის ტარება დაუშალა. მათი თქმით, თავსაფრის მოხდა სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა თეონა ბერიძეს მოსთხოვა. გოგონამ ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და ახლა მობილობით მოხის სკოლაში ბრუნდებოდა. დირექტორმა კი უთხრა რომ სკოლაში იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ თავსაბურავს მოიხდიდა. მათივე განცხადებით, დირექტორმა გოგონა სკოლაში მიიღო, თუმცა, მისდამი სოლიდარობისა და დირექტორის ქმედებისადმი პროტესტის ნიშნად, დღეს, 23 დეკემბერს, მოხის სკოლაში, მეთორმეტეკლასელი სხვა მუსლიმი გოგონებიც თავსაფრებით მივიდნენ.

საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ გოგონა ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია სამინისტროს შიდა აუდიტს მიმართოს.

მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობის თქმით, დირექტორის გაფრთხილება სამართლიანი იყო: „ეს არც მეჩეთია და არც ეკლესია, რომ თავდახურულმა იარო. დირექტორი სწორად მოიქცა. მერე რა რომ სარწმუნოება ავალდებულებს. ის რომ დღეს ყველა თავსაფრთ მივიდა სკოლაში, ეს უკვე პროვოკაციაა და საშიშია“.

დირექტორი 'სამხრეთის კარიბჭესთან' კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ის შეხვდა გოგონას დედას და უთხრა, რომ მისი შვილისთვის არაფერი აუკრძალავს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


27.03.2017 რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები

27.03.2017 ინტელექტუალური თამაშში – ‘საბა’, პირველობა მეხუთე სკოლას ერგო

27.03.2017 პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.03.2017 რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის [გზამკვლევი]

28.03.2017 სამცხე–ჯავახეთის სამზარეულო წიგნად გამოიცა

28.03.2017 ახალი ნაგავმზიდებით ნარჩენებს ახალციხის ყველა ქუჩიდან ვერ გაიტანენ

28.03.2017 ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]
მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია
მოხელი მართლმადიდებლები მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა
EMC და GDI მოხეში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლიან