"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ააიპ–ების ნაწილს ახალციხის მერია სუბსიდიას უმცირებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.12.2016
2017 წლიდან, ახალციხის მერია, ააიპ–ების უმეტესობას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსდიას შეუმცირებს. დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, 7–დან 6 ააიპ–ს თანხა უმცირდება. ერთადერთი ააიპ–ი, რომელსაც თანხა არ შეუმცირდება, მდგრადი განვითარების სააგენტოა.

ააიპ–ების ნაწილს ახალციხის მერია სუბსიდიას უმცირებს

მომავალი წლიდან, ააიპ–ი „ახალციხის ტბა“, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 110 400 ლარს მიიღებს. 2016 წელს ტბისთვის 134.100 ლარი იყო გამოყოფილი. ახალციხის ციხეს კი, 200.000–ის ნაცვლად, 100.000 ლარი ჩაერიცხება.

ახალციხის მერის განმარტებით, თანხა, რომელიც ახალციხის ციხისთვის გაითვალიწინეს, საკმარისია: „ციხე მომგებიანი გახდა წელს, „ახალციხის ციხიდან“ 680.000 ლარი შემოვიდა. რა მოგებაც მაგათ დარჩათ, იმ მოგებაზე დავსვით“.

თანხა უმცირდებათ დანარჩენ ააიპ–ებსაც. ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2017 წლის ბიუჯეტში, ააიპ–ებისთვის თანხები ასე გადაანაწილა:

► „მდგრადი განვითარების სააგენტო“ – 27 000 ლარი;
► „ახალციხის სასპორტო სკოლა“ – 135 000 ლარი;
► „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება“ – 114 800 ლარი;
► „ახალციხის სამუსიკო სკოლა“ – 85 000 ლარი;
► „ახალციხის ტბა“ – 110 400 ლარი;
► „ახალციხის სამხატვრო სკოლა“ – 21 100 ლარი;
► „ახალციხის ციხე“ – 100 000 ლარი;
► „ახალციხის სათნოების სახლი“ – 125 200 ლარი;
► სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სარაგბო კლუბი 'ტაო/ – 20 000 ლარი.


ჯამში, 2017 წლის ბიუჯეტიდან, რომელიც ამ ეტაპზე 7 774 000 ლარით განისაზღვრება, ააიპ–ებისთვის 738 500 ლარია გათვალისწინებული.



[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


26.07.2017 დღეს გამოცდა ფიზიკაში და მაგისტრანტებისთვის უნარებში ჩატარდა

24.07.2017 დღეს გამოცდა მასწავლებლებმა და მაგისტრანტებმა ჩააბარეს

21.07.2017 სამცხე–ჯავახეთში "ბუკს" 2 258 პირველკლასელი მიიღებს

19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.07.2017 გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI

27.07.2017 ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია

27.07.2017 დღეს NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

27.07.2017 დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
ახალციხის გამგებელმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა
რომელ ქუჩებს მოაწესრიგებს მერია მომავალ წელს 4 მლნ–მდე ლარით
ახალციხის თემის ბიუჯეტში მეხუთე ცვლილება შევიდა
რა თანხა ერგო ახალციხის სოფლებს 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან'
სააღდგომო საჩუქარი „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს
205 000 ლარი რეგიონული რაგბის  კლუბისთვის