EMC და GDI მოხეში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.12.2016
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მოხეში დირექტორის მიერ მოსწავლის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლიან;

EMC და GDI მოხეში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლიან

ამის შესახებ EMC–ისა და GDI–ის წარმომადგენლებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თანამშრომლები მოხეში რამდენიმე საათში იქნებიან.

როგორც აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, სახელმწიფო კანონმდებლობით არ არის დაწესებული მოთხოვნები, რომელიც სკოლებსა და უნივერსიტეტებში მოსწავლეებს ჩაცმულობას განუსაზღვრავდა: „ეს იგივე იქნებოდა ქრისტიან მოსწავლეებს, რომ სკოლაში ჯვრის ტარება აუკრძალონ. ან თუნდაც, რომელიმე სხვა რელიგიის წარმომადგენელს, რომ აუკრძალონ საკუთარი რელიგიური სამოსით სიარული“.

მისი თქმით, ეს ქმედება კონსტიტუციურ ფარგლებს ცდება: „რელიგიის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ადამიანებმა საკუთარი რელიგია თავად გამოხატონ. სკოლა არ უნდა იყოს პროზელიტიზმით დაკავებული. ასევე არ უნდა ცდილობდეს ასიმილაციას, ან რომელიმე რელიგიის გავრცელებას“.

მშვენიერაძის პოზიციას იზიარებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე: „კანონი ადგენს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპს და აწესებს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურაში რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვას. პერსონალურ დონეზე რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების შემზღუდავ დანაწესებს კანონი არ იცნობს“.

ამიტომ, მიქელაძის თქმით, მსგავსი მოწოდება სკოლის დირექტორის მხრიდან, თუ ის დადასტურდება, ცალსახად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს: „მეტიც, მსგავსი მოწოდება რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროში უხეში ჩარევაა და სკოლის დირექტორის მხრიდან რელიგიური ინდოქტრინაციის მცდელობადაც კი შეიძლება შეფასდეს“.

EMC უახლოეს მომავალში შეისწავლის ამ ფაქტს იმ მიზნით, რომ მომხდარის სამართლებრივი შეფასება მოხდეს.

„ამ კუთხით არსებითია იმ გარემოების შესწავლა, სკოლაში მუსლიმი გოგოს მიღების/ჩარიცხვის შემდეგ დაფიქსირდა თუ არა კონკრეტული უფლებებით სარგებლობის დროს მის მიმართ განსხვავებული მოპყრობა და მისი არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენება სხვა მოსწავლეებთან შედარებით, სწორედ მისი რელიგიური იდენტობის ნიშნით. თუმცა, ცხადია, რომ მხოლოდ ეს განცხადება უკვე საკმარისია სკოლაში დისკრიმინაციულ გარემოს ხელშეწყობის მტკიცებისთვის და ის განათლების სამინისტროს მხრიდან დისციპლინური წარმოების ფარგლებში განხილვის გარდა, სახალხო დამცველის, როგორც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის მიერ შესწავლის საგანი ასევე უნდა გახდეს“, – ამბობს მიქელაძე.

მას მიაჩნია, რომ განათლების სამინისტრომ, ისევე როგორც სახალხო დამცველმა, საქმის შესწავლის დროს, ასევე, უნდა გამოიკვლიოს სკოლაში მუსლიმი თემის მიმართ ქსეონოფობიური, ან დისკრიმინაციული სხვა შესაძლო და არახილული პრაქტიკები.

„ეს ფაქტი ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის მიმართ არსებული დისკრიმინაციული პოლიტიკური და სოციალური პრაქტიკების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. მოხეში ისტორიულ ნაგებობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავისა და სოციალური გაუცხოების ფონზე, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მსგავსი ქსენოფობიური მიდგომები კიდევ უფრო მეტად აღრმავებს დაძაბულობას და სამოქალაქო მშვიდობას საფრთხეს უქმნის“, – ამბობს მიქელაძე.

შეგახსენებთ, მოხის სკოლის მეოთორმეტე კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ მოხის სკოლაში გოგონას დირექტორმა თავსაფრის ტარება დაუშალა. მათი თქმით, თავსაფრის მოხდა სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა თეონა ბერიძეს მოსთხოვა. გოგონამ ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და ახლა მობილობით მოხის სკოლაში ბრუნდებოდა. დირექტორმა კი უთხრა რომ სკოლაში იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ თავსაბურავს მოიხდიდა. მათივე განცხადებით, დირექტორმა გოგონა სკოლაში მიიღო, თუმცა, მისდამი სოლიდარობისა და დირექტორის ქმედებისადმი პროტესტის ნიშნად, დღეს, 23 დეკემბერს, მოხის სკოლაში, მეთორმეტეკლასელი სხვა მუსლიმი გოგონებიც თავსაფრებით მივიდნენ.

საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ გოგონა ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია სამინისტროს შიდა აუდიტს მიმართოს.

მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობის თქმით, დირექტორის გაფრთხილება სამართლიანი იყო: „ეს არც მეჩეთია და არც ეკლესია, რომ თავდახურულმა იარო. დირექტორი სწორად მოიქცა. მერე რა რომ სარწმუნოება ავალდებულებს. ის რომ დღეს ყველა თავსაფრთ მივიდა სკოლაში, ეს უკვე პროვოკაციაა და საშიშია“.

დირექტორი 'სამხრეთის კარიბჭესთან' კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ის შეხვდა გოგონას დედას და უთხრა, რომ მისი შვილისთვის არაფერი აუკრძალავს.

„დირექტორმა მითხრა, მხოლოდ გაფრთხილება მივეცი, ავუხსენი, რომ არ შეიძლება თავსაფრით სიარული და ის, რომ საგაკვეთილო პროცესში თავზე ეხუროსო. მე მისთვის არ მისაყვედურია, მეტი არაფერი მითქვამს, უხეშად არ დავლაპარაკებივარო“, – ამბობს გოგონას დედა მზევინარ ბერიძე.

[sknews.ge]


17.01.2017 მოხის სკოლის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს

16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

17.01.2017 2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]
მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია
სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
მოხელი მართლმადიდებლები მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა