"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ქარსაფარი ზოლების პოლიტიკის განსაზღვრა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 23.12.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში ქარსაფარი ზოლების გაშენების, რეაბილიტაციის და მოვლა-პატრონობის საკითხები განიხილეს.

ქარსაფარი ზოლების პოლიტიკის განსაზღვრა [R]

შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისა (RECC) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ერთობლივი პროექტის „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“- ფარგლებში გაიმართა.

"ქვეყნის მასშტაბით ქარსაფარი ზოლების აღდგენა - რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დაცვისთვის, ასევე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ფართობების გაუდაბნოების პრევენციისთვის. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით გაჩეხილია ქარსაფარი ზოლების დაახლოებით 90%, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერებაზე და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებულია ნიადაგის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების გრძელვადიანი ღონისძიებები, მათ შორის სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია და განვითარება, ასევე ნიადაგის ეროზიისგან დაცვის კუთხით ქარსაფარი ზოლების აღდგენა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის სხვა უწყებებთან, კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად და კოორდინირებულად იმუშაოს ამ გამოწვევის დასაძლევად და ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით ქარსაფარი ზოლების აღდგენა-რეაბილიტაციას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებით პოლიტიკის განსაზღვრასა და საერთო ხედვის ჩამოყალიბებაზე, ასევე ქარსაფარ ზოლებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრუქტურების როლის, პასუხისმგებლობის გადანაწილების და კომპეტენციების განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრას, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა პარლამენტის აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს რეგიონებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[sknews.ge]


23.03.2017 მოხის საჯარო სკოლის საქმეზე EMC შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

22.03.2017 ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში

21.03.2017 'ჩემი საქართველო' – ვიქტორინა მეცხრეკლასელებისთვის

21.03.2017 აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს საგამოცდო სიახლეები გააცნეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.03.2017 დასრულდა ტრენინგები გამგებლის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა დაცვის თემაზე

24.03.2017 ახალციხეში ქუჩებს რეცხავენ [Photo]

24.03.2017 დღეს ახალციხეში, კარდიოლოგი ვაჟა აგლაძე უფასო კონსულტაციებს ატარებს

24.03.2017 'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' - 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.03.2017 ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]

17.03.2017 Жизнь продолжается [Audio]

06.03.2017 "სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

24.02.2017 'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]

მსგავს თემაზე

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე იმსჯელეს[R]
ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის მეცნიერების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა [R]
კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა [R]
დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს [R]