მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.12.2016
მოხის საჯარო სკოლის დირექტორი, იმ მუსლიმი გოგონას დედას შეხვდა, რომელიც თავსაბურავს ატარებს და აუხსნა, რომ მან მოსწავლე მხოლოდ გააფრთხილა და არაფერი აუკრძალავს.

მოხის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ გოგონასთვის თავსაბურავის ტარება არ დაუშლია

მოხეს საჯარო სკოლის მეთორემეტეკლასელი გოგონას, თეონა ბერიძის დედა ამბობს, რომ სკოლაში დირექტორმა დაიბარა. მისი და დირექტორის შეხვედრა, დაახლოებით ნახევარი საათის წინ დასრულდა.

„დირექტორმა მითხრა, მხოლოდ გაფრთხილება მივეცი, ავუხსენი, რომ არ შეიძლება თავსაფრთი სიარული და ის, რომ საგაკვეთილო პროცესში თავზე ეხუროსო. მე მისთვის არ მისაყვედურია, მეტი არაფერი მითქვამს, უხეშად არ დავლაპარაკებივარო“, – ამბობს მზევინარ ბერიძე.

მისივე თქმით, ნათია რეხვიაშვილმა მას უთხრა, რომ ამის შემდეგ თავად თეონა ბერიძის გადასაწყვეტია სკოლაში თავსაფრით ივლის თუ არა და მას ამის ტარებას არავინ დაუშლის: „იმედია, ასეთი რამ აღარ განმეორდება“.

როგორც დირექტორმა თეონა ბერიძის მშობელთან საუბრისას განაცხადა, გუშინ, 22 დეკემბერს 09:00 საათზე თეონა ბერიძე სკოლში უკვე ჩარიცხული იყო.

შეგახსენებთ, მოხის სკოლის მეოთორმეტე კლასის მოსწავლეები ამბობენ, რომ მოხის სკოლაში გოგონას დირექტორმა თავსაფრის ტარება დაუშალა. მათი თქმით, თავსაფრის მოხდა სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა თეონა ბერიძეს მოსთხოვა. გოგონამ ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და ახლა მობილობით მოხის სკოლაში ბრუნდებოდა. დირექტორმა კი უთხრა რომ სკოლაში იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ თავსაბურავს მოიხდიდა. მათივე განცხადებით, დირექტორმა გოგონა სკოლაში მიიღო, თუმცა, მისდამი სოლიდარობისა და დირექტორის ქმედებისადმი პროტესტის ნიშნად, დღეს, 23 დეკემბერს, მოხის სკოლაში, მეთორმეტეკლასელი სხვა მუსლიმი გოგონებიც თავსაბურავებით მივიდნენ.

საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ გოგონა ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია სამინისტროს შიდა აუდიტს მიმართოს.

მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობის თქმით, დირექტორის გაფრთხილება სამართლიანი იყო: „ეს არც მეჩეთია და არც ეკლესია, რომ თავდახურულმა იარო. დირექტორი სწორად მოიქცა. მერე რა რომ სარწმუნოება ავალდებულებს. ის რომ დღეს ყველა თავსაფრთ მივიდა სკოლაში, ეს უკვე პროვოკაციაა და საშიშია“.


[sknews.ge]


17.01.2017 მოხის სკოლის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს

16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

17.01.2017 2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

დირექტორის რჩევა თუ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია – ხმაური მოხეს სკოლაში [Video]
სახალხო დამცველის აპარატი მოხეს სკოლაში მომხდარზე
მოხელი მართლმადიდებლები მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა
EMC და GDI მოხეში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლიან