"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

შეცვლილი საკონკურსო კომისია და შვიდი ვაკანსია მერიაში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.12.2016
ახალციხის მერიაში ხუთ პოზიციაზე, მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება. პარალელურად, კომისიას, რომელმაც თანამშრომლები უნდა შეარჩიოს, ახალი თავმჯდომარე ჰყავს და ახალი მოთხოვნები აქვს.

შეცვლილი საკონკურსო კომისია და შვიდი ვაკანსია მერიაში

ახალციხის მერია ახალ კადრს შვიდ პოზიციაზე შეარჩევს, ამათგან, ხუთი სპეციალისტია, ორი კი სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსებს მერი დანიშნავს, შესარჩევი კონკურსი კი სპეციალისტებისთვის გამოცხადდება.

ქალაქის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ, რომელიც 2016 წლის ოტქომბრის რიგგარეშე არჩევნებზე აირჩიეს, უფროსები ორი სამსახურისთვის უნდა შეარჩიოს. ესენია: ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვისა და შესყიდვების სამსახური და მუნიციპალური ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების სამსახური.

ქალაქის მერი ამბობს, რომ ამ სამსახურებში მოხელეებს, მათი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით დანიშნავს.
რაც შეეხებათ სპეციალისტებს (ასეთი მერიაში 5 ვაკანსიაა), ვლადიმერ ზედგინიძის თქმით, გადამწყვეტი აქაც ცოდნა და გამოცდილება იქნება. მთავარი აქცენტი კი გამოცდილებაზე გაკეთდება, ეს მოთხოვნა აქამდე გადამწყვეტი არ იყო.

„საჭიროა 1, 3 და 5–წლიანი გამოცდილება, სპეციალობების მიხედვით. აქამდე ეს მითითებული არ იყო“, – ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე და ამატებს, – „ვცდილობთ სამსახურებში შრომითი საქმიანობა წარმართოს სპეციალისტმა, რომელსაც არამარტო უნარი, არამედ შესაბამისი გამოცდილება ექნება“.

როდის გამოცხადდება საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, რაც უკვე ცნობილია, კომისიას, რომელმაც ახალი თანამშრომლები უნდა შეარჩიოს, თავმჯდომარე შეეცვალა. ეს პოზიცია ვლადიმერ ზედგინიძემ დაიკავა. მის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას, დეპუტატებმა დღეს, 22 დეკემბერს უყარეს კენჭი.

ვლადიმერ ზედგინიძე ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე სამსახურიდან არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება, თუმცა რეორგანიზაცია იქნება – თანამშრომელთა ნაწილი დაწინაურდება, ნაწილი კი ჩამოქვეითდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ვინ არიან ახალციხის მერიის კონკურსით შერჩეული თანამშრომლები
გასაიდუმლოებული საკადრო ცვლილებები ახალციხის მერიაში
ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო – ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს
რის მიხედვით შეარჩევს ახალციხის ახალი მერი კადრებს
ახალციხის მერიის ახალმა თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს
ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
დღეიდან ახალციხეს ახალი მერი ეყოლება