ალექსანდრე ჯეჯელავა:ჩაჭრა და გამოცდა ცხოვრების მიერ გამოცდილი პედაგოგისთვის არის სირცხვილი

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 22.12.2016
სკოლის პედაგოგებისთვის გამოცდის ჩასაბარებლად ახალი სქემა დამტკიცდა. რომელიც ბარიერების გადალახვას უკავშირდება. განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ახალი სქემა წერილობითი ფორმით უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

ალექსანდრე ჯეჯელავა:ჩაჭრა და გამოცდა ცხოვრების მიერ გამოცდილი პედაგოგისთვის არის სირცხვილი
საქართველოს განათლების მინისტრის განმარტებით კარიერული წინსვლისთვის პედაგოგებს გამოცდების ჩაბარებისას ბარიერი აღარ ექნებათ, შესაბამისად ისინი გამოცდაში ჩაჭრილ პედაგოგებად აღარ მოიხსენიებიან.

„ერთადერთი განსხვავებაა - გამოცდას ბარიერი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ქულები არ მეყოს დაწინაურებისთვის, მაგრამ ჩაჭრილი არ ვარ. იმიტომ, რომ ჩაჭრა და გამოცდა ცხოვრების მიერ გამოცდილი პედაგოგისთვის არის სირცხვილი. ამ პრაქტიკაზე ჩვენ უარი ვთქვით“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, პედაგოგების გამოცდებს პროფესიულ უნარებშიც ჩააბარებენ.

„დაემატა მეორე მიმართულება. ეს არის პროფესიული უნარების გამოცდა. ეს არის ფაქტობრივად ალტერნატივა, რომელიც შეუძლია ჩააბაროს. თუ პედაგოგი პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებს, უკვე საგნობრივი ტრენინგი მოუწევს. პირველ შემთხვევაში უნარების ჩაბარება უწევდა, აქ კი - საგნობრივის. მერე ისევ შიდა სასკოლო დაკვირვება და ესეც გადალახა. მესამე სცენარი არის, როდესაც პედაგოგი ორივე გამოცდას აბარებს და ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივი ხდება“, – განმარტავს ალექსანდრე ჯეჯელავა.

განათლების მინისტრი იმედოვნებს, რომ პედაგოგები ბევრად უფრო მარტივად გაართმევენ თავს ახალი სქემით შემუშავებულ გამოცდებს:"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველ ორ წელიწადში თუ პედაგოგების 25%-მა გადალახა ბარიერი, ვფიქრობ, შემდეგ ორ წელიწადში კიდევ უფრო მეტი, ანუ 25%-ზე მეტი შეძლებს. წელიწადში 10-12% დაწინაურებული პედაგოგი განახლებული ცოდნით ზღაპრული, არაჩვეულებრივი შედეგია“.

[sknews.ge]


17.01.2017 მოხის სკოლის საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს

16.01.2017 რამდენით და რომელ პედაგოგებს ემატებათ ხელფასი იანვრიდან

16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.01.2017 'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

17.01.2017 2016 წელს, სიმთვრალის გამო, მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

17.01.2017 დღეს საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16.01.2017 მთის ამბები: აკაკი ბერიძის ვიდეობლოგი ჯავახეთიდან [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

პროფესიული უნარების მეორე სესია მთავრდება
პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ
აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აფასებენ
ზოგადი უნარების გამოცდაზე ჯამში 37 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
სერტიფიცირებისთვის 549 პედაგოგი ემზადება
საგამოცდო ციებ-ცხელება გრძელდება
პედაგოგთა გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით