სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საჯარო რეესტრი: ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობა გაიზარდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.12.2016
საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობა გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, 2016 წელს სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.7%–ით, ხოლო არასამეწარმეო – 35.6%–ით გაიზარდა.

საჯარო რეესტრი: ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობა გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, ნოემბრის ჩათვლით, ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 43938 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 42 205 სამეწარმეო სუბიექტი, 1 733 კი არასამეწარმეო სუბიექტია.
შესაბამისად, ბიზნეს სუბიექტების 96.1% სამეწარმეო სუბიექტს წარმოადგენს. (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი). ხოლო 3.9% არასამეწარმეო სუბიექტს (არასამეწარმეოიურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

2016 წელს ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით.

ამავე წელს, ქვეყანაში დარეგისტრირდა: 1 716 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 539 კოოპერატივი, 197 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 70 სააქციო საზოგადოება, 14 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 3 საჯარო სამართლის იურიდიული პირი და 2 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, 2016 წელს, ნოემბრის ჩათვლით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 19.4%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 586 894 ერთეული შეადგინა.

წინა წელთან (ნოემბრის ჩათვლით) შედარებით, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 45.9%-ით, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 13.3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წელთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2016 წელს განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 77.0%-ს მეორადი, ხოლო 23.0%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს.

[sknews.ge]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

თებერვალში ქვეყნის მასშტაბით 4.231 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა
2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით  2015 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 0,7%–ით გაიზარდა
საქსტატი: 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 2,3%–ით შემცირდა
საქსტატი: 2014 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 4,8%–ით გაიზარდა
2016 წელს სამცხე–ჯავახეთში 1071 ქორწინების და 202 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა
საქსტატი: 2014 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა შემცირდა