ჟურნალისტის ცემის ფაქტს ომბუდსმენი ეხმაურება

მთავარისიახლე, სამართალი 21.12.2016
ტელეკომპანია ,,იბერიას“ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტზე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი განცხადებას ავრცელებს.

ჟურნალისტის ცემის ფაქტს ომბუდსმენი ეხმაურება

განცხადებაში, უჩა ნანუაშვილი პროკურატურას საქმის ობიექტური გამოძიებისაკენ მოუწოდებს. ,,სამხრეთის კარიბჭე“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

,,საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2016 წლის 18 დეკემბერს ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის სავარაუდო ცემის ფაქტს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა მ.ხ.-მ და მისმა ორმა თანმხლებმა პირმა, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი კროუნ პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტ გიორგი გასვიანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 19 დეკემბერს, შს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112–დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის (ძალადობის) პირველი ნაწილით, თუმცა საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით).

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თუკი არსებობს ვარაუდი ანდა კონკრეტული პირი უთითებს, რომ პოლიციელმა მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, გამოძიების დასრულებამდე მისი უფლებამოსილების შეჩერება უნდა იყოს დამკვიდრებული პრაქტიკა. ამიტომაც სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

მსგავსი შემთხვევების გამოძიების მონიტორინგი სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. აპარატის წარმოებაშია არაერთი საქმე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო ძალადობას ეხება და შესაძლოა ვლინდებოდეს არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. სამწუხაროდ, ხშირად მსგავსი საქმეების გამოძიება ჭიანურდება და არაეფექტურად მიმდინარეობს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი საქმე სასამართლოში წარიმართა, ჭიანურდება საქმის სასამართლოში განხილვაც.

იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს სამართალდამცავთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები და არ არსებობდეს განცდა, თითქოს მათ მიერ კანონის დარღვევა და ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება ადეკვატური რეაგირების მიღმა დარჩება, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება და ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც სამართალდამცველის სახელს ამოფარებული ახორციელებს ძალადობას, ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას, აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას“– ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

[sknews.ge]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2017 "აუტიზმი და საზოგადოება" – დისკუსია ახალციხეში

23.02.2017 NASA-ს ასტრონომებმა 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

23.02.2017 ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'

23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე
ჟურნალისტი, რომელიც ცემაში პოლიციელს  ადანაშაულებს, მთავარი პროკურორს შეხვდა
Tv ‘იბერიას’ ჟურნალისტს პროკურატურამ  გამოძიების დეტალები გააცნო
ბორჯომელ პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება შეუჩერდა
გიორგი კაპანაძის შესაძლო ცემის ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
პროკურატურის განცხადება TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეზე