სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბაკურიანში მოთხილამურე პატრული გამოჩნდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 21.12.2016
სათხილამურო სეზონის დაწყების წინ, ბაკურიანში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შსს მინისტრი შეხვდა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები მისცა.

ბაკურიანში მოთხილამურე პატრული  გამოჩნდა

ახალ სათხილამურო სეზონზე ბაკურიანში, ისევე, როგორც საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო.

დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი ბაკურიანის, გუდაურის, მესტიის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით განახორციელებს. ახალი აღჭურვილობა, სეზონის გახსნის წინ, მოთხილამურე პატრულის თანამშრომლებს შს მინისტრმა პირადად გადასცა.
„მოთხილამურე პატრულის საპოლოტე პროექტმა გაამართლა. გასულ სეზონზე სქი-პატრულმა წარმატებით იმუშავა. არაერთ დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინა დახმარება და მრავალგზის აღკვეთა სასრიალო ტრასებზე წესრიგის დარღვევის ფაქტები“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა. სასრიალო ტრასებზე მოთხილამურე პატრულის ფუნქცია-მოვალეობებია: სათხილამურო გზით მოსარგებლე პირთა წესების დაცვის კონტროლი; საფრთხის შემქმნელ პირთა სათხილამურო გზიდან ჩამოშორება; ალკოჰოლურ ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედების დამახასიათებელი ქცევის კონტროლი; მოსწავლე–მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალის კონტროლი და უსაფრთხოების ზომების დაცვა; სათხილამურო ტრანსპორტზე აკრძალული ტრანსპორტით გადაადგილების აღკვეთა; სათხილამურო გზებზე არსებული მონიშვნების, ნიშნების და უსაფრთხოების ბარიერების კონტროლი. პოლიციელებს ფორმის ტანსაცმელსა და სათხილამურო ჩაფხუტზე აქვთ განმასხვავებელი წარწერა – „SKI PATROL“ და „POLICE“.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აკრძალულია: სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირებისა; სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის მიერ სრიალი ან თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში; დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა; ასევე, დაუშვებელია სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სხვა მოსარგებლესთან შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვება დაზარალებულისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და უფლებამოსილი ორგანოსთვის ან პირისთვის შეტყობინების გარეშე.

[sknews.ge]


20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

08.05.2018 რამდენი თავისუფალი ადგილია ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

08.05.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

03.05.2018 2018 წლის საატესტატო გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2018 ვემსახურები მასწავლებლებს!

19.05.2018 'მოდი ღამე მუზეუმში' – სამცხე–ჯავახეთის მუზეუმი აქციას უერთდება

18.05.2018 ეროვნული სამოსის დღე ახალციხეში [Photo]

18.05.2018 ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

მოთხილამურე პატრულები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს
ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოქალაქეების უსაფრთხოებას შსს-ს თანამშრომლები დაიცავენ
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძვის
 გატეხილი სასრიალო ახალციხის პარკში [Photo]
ცენტრალურ პარკში ‘შეკეთებული’ სასრიალო [Photo]
ახალციხის ცენტრალურ პარკში სასრიალო შეაკეთეს [Photo]