FM97.5 / LIVE

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს სტიქიის დროს მოქცევას ასწავლიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 14.02.2013
როგორ უნდა მოიქცნენ სტიქიური უბედურებების დროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები - ორი დღეა საბავშვო ბაღებში ტრენინგები ტარდება.

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს სტიქიის დროს მოქცევას ასწავლიან
ტრენინგები ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის მენეჯერსა და ორივე ცვლის აღმზრდელებს უტარდება. პერსონალი სტიქიური უბედურებების დროს მოქცევის წესებს სწავლობს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის ეს ტრენინგი აუცილებელი იყო.

- ’ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, როცა ცრუ ინფორმაცია გვარცელდა მიწისძვრის შესახებ და ბავშვები შენობებიდან გამოვიყვანეთ. ზოგმა არ იცოდა ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყო’, - ამბობს გელაშვილი.

ტრენინგი ტარდება ევროკავშირის ჰუმანიტარული მისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - ”კატასტროფის რისკების შემცირების ინკლუზიური პროგრამა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში”. პროექტი საქართველოს ორ რეგიონში აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება.

- ’პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სიმულაციები ინერგება. ანუ, ტრენინგის მონაწილეები მიდიან თავინთ ბაღებში და აქ მიღებულ ცოდნას პრაქტიკულად ახორციელებენ, შეაქვთ სამუშაო გეგმაში და ბავშვებმა უკვე იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის, ხანძრის და სხვა სტიქიური უბედურებების დროს’, - ამბობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტრენერი ირმა ქურდაძე.

სამცხე-ჯავახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ტრენინგები უკვე ჩატარდა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინო მასალა მომზადდა, რომლებიც ბაღებს საჩუქრად გადაეცა.

”ათ აღსაზრდელზე ერთი პაკეტია, სადაც სხვადასხვა ტიპის სურათები და თვალსაჩინოებებია. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ჩვენ ჩავატარებთ მონიტორინგს, როგორ დანერგეს ბაღებში ნასწავლი’, - ამბობს ირმა ქურდაძე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით რამდენიმე ბაღი შეირჩევა, რომლებსაც პროექტის დონორი ორგანიზაციები სხვადასხვა დახმარებებს გაუწევენ.

- ’მენეჯერებთან ერთად გავიარეთ საბაზისო კვლევის კითხვარი, სადაც მათ დაწერეს მათი საჭიროებები. ამ კითხვარების ანალიზის შემდეგ, ვფიქრობ, რომ შერჩეული ბაღებისთვის დახმარების აღმოჩენაც უახლოეს ხანში მოხდება”, - ამბობს ქურდაძე.

მისივე თქმით, ამ პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ისაა, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული პროგრამა მომზადდა. პროგრამაში ის მოდულიც შევა, რასაც ბაღის თანამშრომლები ამ ტრენინგებზე სწავლობენ: ’ეს გახდება საფუძველი იმისა, რომ აღმზრდელის მოსამზადელად ჩვენს უნივერსიტეტს პროფესიული მიმართულებით ძალიან წარმატებული პროგრამა ექნება. ველოდებით სტანდარტის დამტკიცებას, როგორც კი დამტკიცდება ამ პროგრამას აკრედიტაციაზე გავიტანთ’.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.03.2020 რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა

28.03.2020 1.1 მილიონი დოლარი საქართველოს ამერიკისგან

28.03.2020 რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

28.03.2020 მძღოლებისათვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პატარები სტიქიური მოვლენების დროს
Save the Children-მა კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის შედეგები შეაჯამა
ბორჯომის საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ტარდება
ახალციხის საბავშვო ბაღებისთვის თანამშრომლებს არჩევენ
მიწისძვრის იმიტაცია მეშვიდე სკოლაში
სამცხე-ჯავახეთის ყოფილ პატიმრებს ბიზნესის წარმოებას ასწავლიან
ახალციხის საბავშვო ბაღებში ექთნები დაბრუნდნენ